ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვისი შეცდომით თუ უნიათობით აეკრძალათ ჯურუყვეთელებს საყანე ფართობებში შესვლა?!

ვისი შეცდომით თუ უნიათობით აეკრძალათ ჯურუყვეთელებს საყანე ფართობებში შესვლა?!
9-10-2017, 07:57

სოფელ ჯურუყვეთის მოსახლეობა იტალიურ კომპანია ,,ტოდინს“ დაუპირსპირდა, ეს კომპანია რამდენიმე თვეა ავტობანის მშენებლობაშია ჩართული. პირდაპირ გეტყვით, მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია და ამ ხალხს დახმარება სჭირდება. აღნიშნულმა კომპანიამ შემოღობა ის ტერიტორია, რომელიც სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია სოფლისთვის. აქ არის საძოვრები, საყანე ფართობები. ,,ტოდინს“ იჯარის წესით აქვს აღებული ფართი, დაიწყეს ბეტონის ქარხნის მშენებლობა ავტობანის მოსამარაგებლად. სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებს მოსახლეობა, მათ არ დარჩათ საძოვარი, ისინი ვერ მიდიან თავიანთ საყანე ფართობებამდე, ამ პრობლების გამო ვერ შეწამლეს ყანებიც. ჯურუყვეთელებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს გზა, თუმცა პოლიციამ ისინი აყარა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სოფლის მაცხოვრებლებს განუცხადეს, რომ მალე მოვიდოდნენ კომპანიის წარმომადგენლები და გაესაუბრებოდნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა ,,ტოდინი“ უკან დახევას არ აპირებს. ხალხის თქმით, მათ სჭირდებათ შვიდი მეტრი სიგანის გზა, რათა საყანე ფართობამდე მისვლის საშუალება ჰქონდეთ, მაგრამ ამაზეც არ თანხმდებიან. საინტერესოა, თავის დროზე მთავრობამ რატომ გაუფორმა კომპანიას ისეთი ხელშეკრულება, რომელიც მსგავს უსიამოვნებებს გამოიწვევდა. ან ახლა რატომ არ ერთვება საქმეში, რათა პრობლემა მოაგვაროს. ჯურუყვეთელებმა თავის მხრივ გაითვალისწინეს ავტობანის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და ხელი არ შეუშალეს კომპანიის საქმიანობას, ახლა კი გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 720
FACEBOOK კომენტარები