ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

2017 წლის 28 სექტემბერს, ცესკომ და სწავლების ცენტრმა ჩაატარა საინფორმაციო ტრენინგები რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის.

2017 წლის  28 სექტემბერს, ცესკომ და სწავლების ცენტრმა ჩაატარა საინფორმაციო ტრენინგები რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის.
6-10-2017, 08:09

ტრენინგი ბათუმში სასტუმრო ,,ჰილტონში" გაიმართა და მასში მონაწილეობა 20-მა ჟურნალისტმა მიიღო. საკმაოდ საინტერესო და დატვირთული დღე ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი გახლდათ.
სწავლების ძირითადი, თემები საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა იყო, საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დეტალურად გაგვაცნო შემდეგი საკითხები:
-მედიის როლი საარჩევნო პროცესში;
-კენჭისყრის დღე და ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები;
-მედიასაშუალებების წარმომადგენლების საარჩევნო უფლებები;
-წინასაარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსები;
-ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა;
-საერთაშორისო გამოცდილება და არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები.
მონაწილეებს გადმოგვეცა სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელო "კენჭისყრის დღის პროცედურები".
ტრენინგები განხორციელდა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასა" და "ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან" თანამშრომლობით
მაია კუკულაძე

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 72
FACEBOOK კომენტარები