ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

შენ რომ ჩემი ხმებით კაბინეტში შეხვედი, მე რა მივიღე აქედან?!

შენ რომ ჩემი ხმებით კაბინეტში შეხვედი, მე რა მივიღე აქედან?!
6-10-2017, 08:05

სოფელ ჩოჩხათში მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ტიკარაძემ, აღნიშნა, რომ მას გააჩნია იმის დიდი გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოერიოს თანასოფლელთა პრობლემებს მიუხედავად შექმნილი რთული მდგომარეობისა: ,,ზამთარი მოდის, ფაქტიურად არაფერი გაგვაჩნია, შიშის ქვეშ ვართ, ალბათ ერთმანეთის გვერდით დგომით, როგორმე გადავიტანთ. მაქვს ნამუშევარი საკრებულოში და ჩოჩხათის გამგებელიც ვიყავი, მაქვს სურვილი, რომ დღევანდელი ცხოვრება შევცვალო კარგისკენ, მინდა თქვენს გვერდით ვიყო და ყველას პრობლემები გავითავისო" - განაცხადა ლევან ტიკარაძემ. მაჟორიტარობის კანდიტატმა სოფელ აკეთში, ქალბატონმა გულნარა ჩიჩუამ, თქვა, რომ თანასოფლელთა მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს, რასაც დაპირდება თანასოფლელებს, აუცილენლად შეასრულებს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან დათმობებზე არ წავა.,,ყველამ კარგად იცით, ჩემი თქვენთან მოღვაწეობა როგორი სითბოთი დაიწყო და როგორი სითბოთი დამთავრდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ თურმე მართლა გყვარებივართ. ის რაღაც წელიწადი და ორი თვე ტყუილად არ მიმუშავია.აქაურმა მაცხოვრებლებმა იციან, როცა ჩამოვედი თბილისიდან, ჩავიცვი ვალინკები და რომ მივედი კაბინეტში: გაიხადე ახლა აღარ ხარ გამგებელიო- მითხრეს, ასე რომ, მაგას ახლა ნამდვილად აღარ ვფიქრობ და არც დათმობას ვაპირებ. რა სატყუარაც არ უნდა შემომიგდოს მთავრობამ, ისინი ვერაფრით ვერ მომერევიან. მე ვიცნობ თითოეულ აქაურ მაცხოვრებელს და მათ პრობლემებს, არ არსებობს ოჯახი, რომ მე ნამყოფი არ ვიყო, ამიტომ რასაც დაგპირდებით, იმას აუცილებლად გავაკეთება, შეუძლებელს არ დაგგპირდებით"- განაცხადა მანთითოეული შეხვედრა პოზიტიურ ნოტაზე დასრულდა და მიუხედავად ცუდი ამინდისა დამსწრეთა რაოდენობაც შთამბეჭდავი იყო. მაია კუკულაძე

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა