ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

"სამდივნოები გაჭედილია, ჩინოვნიკები ლამისაა ქუჩაში დასხდნენ

29-09-2017, 07:32

დაუცველობის განცდა, რაც ამ პროცესს ახლავს, მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ თავსდამტყდარი ძალადობა ჩვენი არჩეული საკრებულოს "დამსახურებაა" დაჯარიმების სიმწარეს უფრო გვიძლიერებს! ადრე ჯარიმებიდან (სატრანსპორტო შემთხვევები, ხე-ტყის დამუშავება, მინდვრის ამოჭრა და ა.შ.) ბიუჯეტში 150 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, 2016-17 წლებში ეს თანხა 800 ათასზე ავიდა. ე.ი. თითქმის ექვსჯერ გაიზარდა. რატომ? ლანჩხუთლებს ასეთი რა აღვირახსნილობა და კანონის უპატივცემულობა შეგვატყვეს?! მსგავსი არაფერი მომხდარა რა თქმა უნდა. მიზეზი მარტივია: გაზრდილ საბიუჯეტო ხარჯებს შემოსავლების ზრდა სჭირდება! სხვანაირად ვერ შეინახავ ბიუროკრატიას, გაბერილ შტატებს "სამდივნოები გაჭედილია, ჩინოვნიკები ლამისაა ქუჩაში დასხდნენ", ერთგულებისთვის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ ორხელფასიან დეპუტატებს, ბიუჯეტის "მახრას" საფეხბურთო კლუბ "გურიას" და ბევრ სხვა პარაზიტულ დაწესებულებას.მკითხველი იოლად მიხვდება, თუ რა ხიფათის შემცველია ჯარიმის იმედად დაგეგმო საბიუჯეტო ხარჯები. ვთქვათ, არ დაარღვია იმდენმა ადამიანმა წესები ტრანსპორტის მოძრაობის იქნება ეს თუ ტყის ჭრის და შესაბამისად არც იმ რაოდენობის ჯარიმა იქნება გადასახდელი ბიუჯეტის შევსებას რომ სჭირდება. მაშინ? მაშინ რა ხდება?! ხდება ის, რომ ტელეფონზე ჩამოკიდებული გამგებელი საპატრულო პოლიციას და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს "აქტიურობისკენ" მოუწოდებს, იწყება "დამნაშავეთა" შექმნა-გამოვლენის ხელოვნური პროცესი, მოქმედებს პრინციპი: "შენი შეკვრეხა (ანუ ბიუჯეტის შევსება) რომ მნებავს, მიზეზად ესეც კმარაო". ეგეც არ იყოს, ძალოვან უწყებებს რა მოწოდება უნდა, სათანადო გარემო თუ იქნება თავადაც ხალისით იძალადებენ ყოველგვარი მოწოდების გარეშეც, კაცობრიობის ისტორიაც ხომ ესაა: ერთ მხარეს მოძალადე ხელისუფლება, მეორე მხარეს კი დაუცველი საზოგადოება! როდესაც საკრებულო ეკონომიკურად გაუთვლელ გადაწყვეტილებას იღებს, როდესაც დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო საჯარიმო სანქციებს ბიუჯეტის შევსების წყაროდ მიიჩნევს, ეს ქმნის სივრცეს უსამართლობისთვის და იწვევს ძალადობის წახალისებას.როდესაც 21 ოქტომბერს "კენჭის ჩაგდებას" გდავწყვეტთ, დავფიქრდეთ, კვლავ იმ ვაჟბატონს ხომ არ ვაძლევთ ხმას ვინც ერთის მხრივ უსამართლო გადაწყვეტილებებით, ჩვენზე ძალადობით ბიუჯეტს ავსებდა, მეორეს მხრივ კი მავნებლობდა და იგივე თანხებს ფლანგავდა?!ვახტანგ ზენაიშვილი

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები