ამბების მიმოხილვა ალაგესთანვე რჩება....არჩევნების თემა, მმრთველი პარტიის ირგვლივ ერთმნიშვნელოვნად ტრიალებს, რადგან ოპოზიციის რეიტინგი არც თუ ისე სახარბიელოა. ,,ქართული ოცნების" საარჩევნო სია კი კულუარებიდან სინამდვილემდე, ერთი კარგი ანეგდოტი გახლავთ. არც ის არის გასაკვირი, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხრდამჭერები ,,ოცნების" საარჩევნო სიაში და მოჟორიტარებშიც უხვად მოხვდნენ, -თქვენ დალოცვილებო თუკი ნაციონალებიდან ირჩევდით, უკეთესები ვეღარ დაინახეთო გამჩენს უკურთხებენ, ამგვარი აბდაუბდას ავტორებს.ვისაც 9 წელი პირობითად ხალხის სასარგებლოდ ხმა არ ამოუღია, ამას კიდევ ოთხი წელი მიემატა, რომელიც პორტირებაში გატარა და კიდევ ერთი ოთხი წელი ახალ საკრებულოში ბუნებრივია ხმას არ ამოიღებს, ესეც შენი 17 წელი და უკვე ერთი თაობაც დასრულდა. როგორც ჭაბუა ამირეჯიბის მურდუხაი იტყოდა ,,ერთი კაცის მოფიქრებულია ეგ ყველაფერი ერთმანეთს გავს.~ამ ბაკხანალიაში მთავარი ისაა, მეოცნებეთა დასაქმება საკრებულოში, ,,ოცნების~ სიით გამორიცხულია, არც ისაა დასამალი, რომ ოცნებაში განათლების და ინტელექტის ნაკლებობასაც უჩივიან. არადა ლანჩხუთში, მთელს გურიასა და სრულიად საქართველოში განათლება, უპირველეს ადგილას ყოველთვის იდგა, დღეს ჩვეულებრივად ქუჩაში უფრო მაღალი კომპეტენციის დაუსაქმებელი სპეციალისტები შეგხვდებათ, ვიდრე ადგილობრივ სამსახურებშია, ,,თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო" ნათქვამია კიდევ ერთი შტრიხი, რაც უფრო ბუნდოვან სურათს გვიჩვენებს, იმაზე მიუთითებს, რომ სხვა ტიპის დასაქმება, გარდა გამგეობა -საკრებულოსა, რაიონში არც არსებობს და არც მომავალში იარსებებს, ამიტომაც ღირს ჩიტი ბდღვნად და არც მისი დევნა იქნება ზედმეტი. ოღონდაც საკრებულოში მოხვდნენ და რას აღარ კადრულობენო წამოსცდება ვიღაცას ალაგესთან...თუ ამდენი წელია, გაჭირვების მრავალგავარ ისტორიებს ვისმენთ, ახლა მხოლოდ იმას მოგიყვებიან, თუ როგორ წავიდა, მავანი და მავანი საზღვარგარეთ სამუშაოდ და მისმა ოჯახმა როგორ ამოისუნთქა.სოციალურად დაუცველთა პრობლემები, ყველა ხელისუფლებისათვის პრიორიტია, თუმცა მთავარი ანკესის მიცემას, რომ თევზი დაუჭიროს, ყველა მთავრობას ორიოდე ლიფსიტას გადმოგდება ურჩევნია, მთავარი ანკესი კი დასაქმების ხელშეწყობაა. ნაცნობობა, ახლობლობა და ნათელ-მირონობა სამსახურის შოვნის ყველაზე გამართლებული ფორმა, ახლა უფრო დაიხვეწა და ჩამოყალიბდა, რაც მათავარია ამ ყველაფერს, ძირითადი კომპონენტები: განათლება და სპეციალობა, ჩამოსცილდა. და ბოლოს, რამდენიც არ უნდა ვიტიროთ, ცენტერაძის მალაზონივით, გაჭირვებაზე, უცხოეთში გადახვეწილებსა და უმუშევრობაზე, ამით არაფერი გამოსწორდება..... დღეს ის, ხვალ მე, ზეგ შენ და ისინი, ასე ჩავეწყობით რიგში აქაურობის დასატოვებლად, ისე როგორც კარზე მომდგარ არჩევნებში ხმას ვერ აძლევს, საკმაოდ სერიოზული ნაწილი ქართული მოსახლეობისა. აქეთ დარჩენილები ჯერ კიდევ ვოცნებობთ, როდის დავადგებით იმ ბედნიერთა გზას.
განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0