ეპიდემიამ იემენში 400 ათასი ადამიანი შეიწირა, ასევე სირიაში ტოქსიკური იარაღის გამოყენებით უამრავი ადამიანი დაიღუპა.ყველას გვახსოვს ღორის (აფრიკული) ჭირის გავრცელება, რომელმაც თითქმის ღორის ნასახი არ დატოვა საქართველოში. შემდგომში ქათმის გრიპი, რომლითაც უამრავი ადამიანი დაიღუპა. ამერიკული, ეგრეთ წოდებული, თეთრი პეპელა, რომელმაც უდიდესი ზიანი მოგვაყენა და ახლა აზიური ფაროსანა მძინვარებს, რომელმაც თითქმის მთლიანად გაანადგურა დასავლეთ საქართველოში თხილის, სიმინდის და სხვა ბაღჩეული თუ ხეხილის კულტურები. დავიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება? მათი საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არ არის? რამდენადაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა უნდა მიმდინარეობდეს არა იმით, რომ გავანადგუროთ არახელსაყრელი ცოცხალი ფორმები და სხვა ბიოლოგიური სახეობები დავაზიანოთ. ცნობილია, რომ პესტიციდების გამოყენება, რომლის შემქმნელსაც მიენიჭა ნობელის პრემია და დიდი ეფექტი ჰქონდა სხვადასხვა მავნებლებისა და იმფექციური დაავადებების გადამტანის მიმართ, მრავალი წელია აკრძალულია და ამოღებულია ხმარებიდან. მიუხედავად ამისა ყოველ წელს მსოფლიოში ორი მილიონამდე ადამიანი ზიანდება. ძლიერი სადეზინფექციო ნივთიერებების გამოყენება მასობრივად ცვლის ადამიანის გარემომცველ გარემოს, ამიტომ ძალზე ფრთხილად უნდა მოვიქცეთ ყოველი ახალი სადეზინფექციო ნივთიერებების გამოყენებისას და არ გავხდეთ საცდელი ექსპერიმენტი. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნისათვის კი გადავიქეცით სხვადასხვა მიმართულების პოლიგონებად: სამხედრო, ეკონომიკური თუ ფინანსური; თუ გავიხსენებთ ბზეჟინსკის ეგრეთწოდებულ ბნელ ძალას, რომელიც ჯერ კომუნიზმის დამარცხებას ქადაგებდა, ხოლო შემდგომში კი მართლმადიდებელობის, ალბათ არაა გასაკვირი თუ რატომაა ჩვენს ქვეყანაზე და მართლმადიდებლობაზე ამდენი შემოტევა. რუსეთი არის ერთერთი ქვეყანა, რომელიც იბრძვის და იცავს მართლმადიდებლობას. ღმერთმა რუს ერს კაცობრიობის და მართლმადიდებლობის გადარჩენის მისია დააკისრა, რომელშიც დიდი წვლილი ქართველმა იოსებ სტალინმა შეიტანა, როცა მსოფლიო იხსნა ფაშიზმისგან, ნიშანდობლივია, ის ხომ, ხვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილი იყო და განგების მიერ მოვლენილი. დღეს ამერიკასა და რუსეთს შორის დაპირისპირება და ჭიდილია, რუსეთი დღეს ზედამხედველია, რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს და ყველაზე მობილური და ბრძოლის უნარიანი არმია გააჩნია. ისტორიულადაც დიდი გამოცდილება აქვს და დიდი ბრძოლებიც მოუგია... დღეს მართლმადიდებლობისთვის ბრძოლის და გადაჩენის მთავარი ღერძი ჩვენს პატარა ქვეყანაზე გადის და ამიტომ გვებრძვიან ასე გაშმაგებით შინაური თუ გარეული მტრები, რომ არ მოხდეს რუსეთსა და საქართველოს შორის კავშირის აღდგენა და თუ ამ ბრძოლაში ჩვენ ისევ ვჭირდებით რუსეთს, როგორც ისინი ჩვენ, რაც კარგად უნდა გავაცნობიეროდ, რომელიც ორივე ქვეყანას საეკლესიო საჭეთმპყრობლებს კარგად აქვს გაცნობიერებული, რაც სამწუხაროდ არა აქვს გაცნობიერებული ჩენს ხელისუფლებას.ყველაფერი, რაც დღეს ხდება დედამიწის ზურგზე, ბოროტებით და სიძულვილით არის განპირობებული. სწორედ დედამიწა რეაგირებს ამ სიძულვილზე და მასზე მცხოვრებ ადამიანებზე. ამის შედეგია ის სტიქიური უბედურებანი, რომელიც მსოფლიოში მძინვარებს: მიწისძვრები, წყალდიდობები, ქარიშხლები, ეპიდემიები. ტყის ხანძრების გამო მილიონობით ჰექტარი იწვის, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს და რა მოუმზადებელი აღმოვჩნდით მისი ლიკვოდაციისთვის. აი, რამდენი განსაცდელის წინაშე დგას დღეს მსოფლიო, რა მნიშვნელობა აქვს წყალი, ხანძარი, მეწყერი წაგიღებს, ბირთვული ომი გაგანადგურებს, თუ მსოფლიოში გამეფებული ნეოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც გარყვნილ დემოკრატიას ქადაგებს, მოგიღებს ბოლოს. როცა მსოფლიოში ამდენი უზნეობა და სიძულვილია, მას მართლმადიდებლური ქრისტიანული სიყვარულით უნდა შევებრძოლოთ. სიმართლეში და სიწმინდეში ყოფნაა ჩენი ცხოვების მთავარი დედააზრი. ჯონი ცინცაძებიოლოგიურ მეცნირებათა დოქტორი
განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0