ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სუფსის საბავშვო ბაღი

სუფსის საბავშვო ბაღი
22-09-2017, 07:10

დახმარებას ელის
სუფსის საბავშვო ბაღს თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს და თან ძალიან საინტერესო.
ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იქ, სადაც საბავშვო ბაღი მდებარეობდა განთავსებული იყო სამხედრო ნაწილი. შემდეგ ეს სახლ-კარი უყიდიათ ღლონტებს, შემდეგ კი გეგიაძეებს შეუძენიათ. ამ ოჯახს შვილი არ ჰყოლია. იმდენად უყვარდათ ეს ეზო-მიდამო დაუბარებიათ, რომ მათი სიკვდილის შემდეგ ამ სახლკარში საბავშვო ბაღი უნდა იყოსო, ოჯახის პატრონიც აქ დასაფლავებულა, ანდერძის თანახმად ,,აქ დამასაფლავეთ,რომ ჩემს გულზე ბავშვებმა ირბინონო’’და თან ადგილიც მიუთითებია. მას შემდეგ აქ საბავშვო ბაღი განათავსეს, რადგან ის ძალიან ლამაზ, გამორჩეულ და გაშენებულ ეზოში იყო. დროთა განმავლობაში სახლი დაძველდა და ბაღი მეზობლად კერძო სახლში გადავიდა, ვინმე ნაკაიძეების ეზოში.
ადგილობრივ მთავრობას გეგმაში აქვს 2018 წლისთვის ამ ბაღის აშენებაც და ისევ იმ ძველ ტერიტორიაზე განთავსება. ამ ბაღის გამგედ ქალბატონი მარინა სარჯველაძე მუშაობს, რომელიც 36 წელია ბაღს ერთგულად და კეთილსინდისიერად ემსახურება. მის გარდა აქ 14 თანამშრომელი მუშაობს. 51 აღსაზრდელი იზრდება. როგორც აღნიშნავენ, მისასვლელი ტერიტორიაც ძალიან ცუდ დღეშია, გზა ფაქტიურად არ არის. სულ წყლისა და ტალახის გუბეებია. წვიმიან ამინდში ხომ ვერ გაივლი, არც კარგ ამინდშია აქ გზა მისასვლელად სახეირო, რადგან მტვერი და ნაგავია.
მარინა სარჯველაძეს სურვილი აქვს, რომ მალე საუკეთესო ბაღში მოუწიოს მუშაობა და ხელფასებიც შესაბამისად მოემატოთ, რადგან ბაღის პედაგოგებს ხელფასი საკმაოდ დაბალი აქვთ. იმედია, მოკლე ხანში ყველაფერრი მოგვარდება, ახალი ბაღიც აშენდება და ყველაფერი კარგად იქნება.
რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 93
FACEBOOK კომენტარები