ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ეს ისეთი სკამია, რასაც მოჰყვება უმადურობა,რაც არ უნდა გაუკეთო ადამიანს

ეს ისეთი სკამია, რასაც მოჰყვება უმადურობა,რაც არ უნდა გაუკეთო ადამიანს
14-09-2017, 00:00

ინსტრუქტორად, 26 წლის ასაკში დავინიშნე ლანჩხუთის რაიონის სპორტკომიტეტის თავმჯდომარედ, სადაც ვიმუშავე 5 წელიწადი, შემდეგ გადავედი პარტიულ სამუშაოზე და დავინიშნე ლანჩხუთის მეურნეობის განთავისუფლებულ მდივნად, 1982 წელს მოვიდა ლიმიტი ცენტრალური კომიტეტიდან, დამიძახეს და შემომთავაზეს უმაღლეს პარტიულ სკოლაში წასვლა, სადაც ვისწავლე ორი წელი და ჩამოვედი 1984 წელს, 1985 წელს დავიწყე მუშაობა პარტიის რაიკომში ინსტრუქტორად, შემდეგ დავინიშნე ლანჩხუთის რაიონის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსად, სადაც ვიმუშავე ექვსი წელიწადი, ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა გამგეობაში ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს განყოფილების გამგედ, 1993 წელს დავინიშნე ქალაქ ლანჩხუთის გამგებლად.ამ პერიოდში დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესის უმაღლესი სკოლა ეკონომისტის კვალიფიკაციით. დღეს ვმუშაობ ა(ა)იპ ტექსერვისში მთავარ სპეციალისტად.ჩემი ქალაქის მერიაშიმუშაობის პერიოდში გაიხსნა იოანე ნათლიმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია, ნამდვილად მეამაყება, რომ ეს ქალბატონ რუსუდან ზენაიშვილთან ერთად ნამდვილად არის ჩემი დამსახურება.ყველა დარგს სჭირდება თავისი სპეციალისტი, შეიძლება არ იცოდე, მაგრამ ისწავლო. უნიკალური თაობა მოდის, განათლებულები, ჭკვიანები, მაგრამ მათ სჭირდებათ გამოცდილება._ რომელი იყო თქვენთვის ყველაზე რთული პერიოდი?_ ეს იყო, ოთხმოცდაათიანი წლები, გახსოვთ ალბათ რომ არ იყო შუქი და ჩაბნელებული იყო ყველაფერი, მაგრამ ხალხი მუშაობდა, ის ობიექტები, რომლებიც იყო სასიცოცხოლოდ აუცილებელი, არ გაჩერებულა. _ ვინ იყო ყველაზე საინტერესო პიროვნება, ვინც თქვენს მახსოვრობაში წარუშლელი კვალი დატოვა?_ რეზო ებრალიძე, ის იყო ჩემთვის ეტალონი, რადგან იყო კაცობის, ვაჟკაცობის განსახიერება. ნამდვილი ელიტარული საზოგადოების წარმომადგენლი, ასეთი პიროვნება ალბათ არ დაიბადება. ის იყო ლანჩხუთის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. _ მომავალი ლანჩხუთი როგორი გინდათ იყოს?_ კარგი, რა თქმა უნდა. ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და ისინი ხალხს უნდა უყვარდეს, რაც მთავარია. უმადურობა ძალიან დიდია, მაგის გამოცდილება მე მაქვს._ დღეს ბევრი რამე კეთდება და გაკეთდა, არის კატეგორია ადამიანებისა, რომელთაც არ მოსწონთ ხელისუფლება, მაგრამ ის ხომ უნდა დაინახო, რაც გაკეთდა, არასოდეს არ იქნება ხელისუფალი ყველას მოსაწონი, მაგრამ არასოდეს არ უნდა დახუჭო თვალი იმაზე, რაც დადებითი და მნიშვნელოვანია. _ რომელი საწარმოს გახსნა იქნებოდა, ლანჩუთის სინამდვილეში გამართლებული?_ წვენების ქარხანა უნდა გაიხსნას, ამის ნედლეულის ბაზა არის, რაიონს აქვს იმდენი ხილის პოტენციალი, რომელიც ერთ მცირე საწარმოს აამუშავებს, ლანჩხუთში დიდებული წვენების ქარხანა იყო, მისი პროდუქცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში იგზავნებოდა, ახლაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს მცირე ზომის ქარხანა, რომელიც რაიონს ეყოფა. ხალხიც დასაქმდება.ლანჩხუთი ყოველთვის კარგი რაიონი იყო, ყოველთვის კარგი ავტორიტეტი ჰქონდა ჩვენს რაიონს. ჩვენთან წამყვანი იყო მოგეხსენებათ, ჩაი და ციტრუსი, დღეს ეს აღარ არის, მაგრამ არის ტუნგო, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელია და შესანიშნავი ეთერზეთები იწარმოება, ბევრი რამე ჯერ კიდევ გვაქვს, რომლის გამოყენებაც შეიძლება. იცით ალბათ, რომ მავნებელმა მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა და ამ კუთხით აქტიური მუშაობაა საჭირო, რომ რაიმე დახმარება გამოინახოს კომპენსაცია იქნება თუ სხვა რამე. დაზარალებულ ადამიანების განსაკუთრებით ზამთარში გაუჭირდებათ._ თქვენ ყველაზე უფრო მეტად იცით, იმ სკამის სიმძიმე, რასაც ქვია ქალქის თავის, თუ რაიონის ხელმძღვანელის სავარძელი, როგორია იგი სინამდვილეში?_ ძალიან მძიმეა, ძალიან. მილიონჯერ უნდა დაფიქრდე, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდე. ბევრჯერ მომიწვევია ძველი თაობის ადამიანები კაბინეტში და მიკითხავს, შემდეგ მაინც ჩემი გადაწყვეტილება მიმიღია, მაგრამ საკუთარ თავში დავრწმუნებულვარ იმაში, რომ მართალი ვიყავი. ეს ისეთი სკამია, რასაც მოჰყვება უმადურობა, რაც არ უნდა გაუკეთო ადამიანებს, ისინი მაინც შენი უმადური იქნებიან._ ამ სკამზე მჯდომი ადამიანი ბედნიერია?_ არც მასე ითქმის, შეიძლება ადამიანს ვერ გაუკეთო ის, რასაც გთხოვს, მაგრამ არაფერი არ უნდა გაუფუჭო. ყველაზე მთავარი რა არის იცით? ტყუილი არ უთხრა! შენ ხარ მაშინ უბედნიერესი კაცი, მე დღეს, ნებისმიერ სოფელში, სადაც არ უნდა შევიდე, ცუდად არავინ არ შემომხედავს იმიტომ, რომ არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია, არც კი გამივლია გულში. კიდევ ერთხელ გეტყვით, მთავარია ტყუილი არ უთხრა ადამიანს, არ დაპირდე და თუ დაპირდები უნდა გაუკეთო, თუ არ შეგიძლია, არ უნდა დაპირდე._ ანუ არავინ არ მოგიტყუებიათ?_ იმ სკამიდან არა!, ისე ტყუილი მრავალგვარი არსებობს (იცინის)_ რაც შეეხება თანამშრომლობას, როგორია ურთიერთობა მაშინ როცა უფროსი ხარ?_ არაჩვეულებრივი კოლექტივი მყავდა, ვიყავი სამსახურში როგორც ხელმძღვანელი.. სამსახურს გარეთ ვიყავი მეგობარი და ოჯახის წევრი. სამსახური არის მეორე ოჯახი, იქ შენი ავიც იციან და კარგიც. მე არასოდეს არ ვყოფილვარ სკამზე ჩამოკიდებული პიროვნება, რასაც მივაღწიე ეს იყო ჩემი საკუთარი ცოდნით და შრომით, დროშის ფრიალით იმ შენობაში არ შევსულვარ._ გარკვეული ეტიკეტი უნდა დაგეცვათ სამსახურში, მაშინ ეს უფრო მკაცრი იყო, როგორ ახერხებდით ამას?_ ამის სკოლა გავიარე, იტყვიან ახლა პარტიული სკოლაო, მაგრამ იქ ყველა დარგი ვისწავლე თავიდან ბოლომდე და შესაბამისი მიდგომებიც, რა თქმა უნდა. გარდა ამისა მქონდა ცხოვრებისეული გამოცდილებაც._ ბოლოს ოჯახის შესახებ გკითხავთ?მყავს მეუღლე, მანანა ზენაიშვილი; ცხოვრებაში მე და ჩემს მეუღლეს დიდი ტრაგედია გვაქვს გადატანილი. მასინ სულ ახალგაზრდები ვიყავით, როდესაც უფროსი ვაჟიშვილი, ირაკლი ქერქაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს მოურჩენელი ტკივილია ჩვენი ოჯახისთვის. უფროსი ვაჟიშვილი ნიკუშა თბილისში ცხოვრობს, მას ჰყავს ერთი ქალიშვილი რუსუდანი. მეორე შვილი, ანუკაც დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი წლის შვილი.მაია კუკულაძე

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა