ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ეს იყო ჩვენი სისუსტე, ვგულისხმობ გამგეობის მიმართ გამოჩენილ რბილ პოზიციას

ეს იყო ჩვენი სისუსტე, ვგულისხმობ გამგეობის მიმართ გამოჩენილ რბილ პოზიციას
12-09-2017, 00:00

_ რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება შეიძლებოდა, ამას ვაღიარებ. თუმცა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ნამდვილად ყველა პრობლემის აღმოფხვრას ვცდილობდით. იყო იქ მომენტები, როდესაც გამგეობისა და საკრებულოს ინტერესები თანხვედრაში ვერ მოდიოდა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია, რადგან ახალი გუნდი მოდის და დაშვებული შეცდომები აწი უნდა გამოვასწოროთ, ის ცუდი რაც პრაქტიკაში ვიხილეთ, აღარ უნდა გავიმეოროთ. აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს იყო ჩვენი სისუსტე, ვგულისხმობ გამგეობის მიმართ გამოჩენილ რბილ პოზიციას. ვერ მოვატყუებ მოსახლეობას, რომ არ ყოფილიყო ეს გუნდი მომავალი არჩევნებისთვის, ალბათ არ მივიღებდი მონაწილეობას, რადგან ბევრ რამეზე მწყდება გული. ახლა კი ბრწყინვალე მერობის კანდიდატი გვყავს, ალეკო სარიშვილის სახით. მინდა ასეთ კარგ კოლექტივთან ერთად ვიმუშავო და კარგი, კეთილი კვალი დავამჩნიოთ რაიონს._ ,,ქართული ოცნების“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ კოჰაბიტაციაზე რა აზრის ბრძანდებით?_ მე არ ვარ ის კაცი, რომ ვიძახო ყველანი ციხეში და ა.შ. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იმ უსამართლობაში იყო შემთხვევით გარეული და ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ რეპრესიების მომხრე არ ვარ. თუმცა, ზოგიერთმა ცუდად ისარგებლა ამ კოჰაბიტაციით და თავისი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დააყენა. - როგორც იცით, აზიურ ფაროსანას ,,დასავლეთ საქართველოს ტრაგედიად მიიჩნევენ“. მოსახლეობის აზრით, მთავრობამ მოქმედებები დააგვიანა, თქვენ რა აზრის ბრძანდებით?_ მეც მაქვს საკმაოდ დიდი ფართობები, როგორც თხილის, ასევე იაპონური ხურმის, მაქვს საყანე ფართობიც. გეტყვით, რომ სრულიად განადგურებულია თილის მოსავალი, 110 ძირ ხურმაზე კი ერთი ცალიც არ შერჩა. გაგრძელება მეექვსე გვერდზე ვერაფერს მივიღებ, მხოლოდ გვიან დათესილი სიმინდი გადამირჩა, რადგან წამალმა იმოქმედა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველანი სავალალო მდგომარეობაში ვართ, აღარაა ნიშნის მოგების დრო. იქ ამერიკელმა ინსტრუქტორმაც დაგვზაფრა, შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმაც. ვეღარ გავერკვიეთ რა გვექნა და როგორ. ვიცი, რომ მთავრობამ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც დაიწყება მასიური ბრძოლა ამ მავნებლის წინააღმდეგ. ყველაფერი პრაქტიკაა, გაისად ადრე უნდა დაიწყოს შეწამვლითი სამუშაოები და რაც მთავარია, სრულყოფილად უნდა ჩატარდეს. მთავრობამაც იცის, რომ მოსახლეობა შესაძლოა შიმშილობის ზღვარზე მივიდეს, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ სიტუაციის ჩიხიდან გამოყვანისთვის. - - როგორ შეაფასებთ ,, ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდს?- - იდეალური არავინ არაა, მაგრამ მე მგონი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობამ შვება იგრძნოს. იქნება ეს სიტყვის თავისუფლება, სამართლიანობის აღდგენა, ბიზნესის განთავისუფლება მარწუხებისგან, ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სხვა. მეტყვით ალბათ ლარის გაუფასურებაზე, ეკონომიკის სისუსტეზე, მაგრამ ამას ხომ მსოფლიო ეკონომიკაში და პოლიტიკაში მომხდარი კატაკლიზმები იწვევს. არავის არ ვამართლებ, უკეთესი შედეგი უნდა გვქონდეს, მაგრამ იმის დაუნახაობა არ შეიძლება, როგორ იბრძვის მთავრობა ხალხის უკეთესი მომავლისათვის. ამ წლებში მიღებული პრქტიკა მნიშვნელოვნად დაეხმარება ,, ქართულ ოცნებას“, რომ მომდევნო წლებში იყოს გაცილებით ეფექტური და პროდუქტიული. - - კონკრეტულად შუხუთში რა გაკეთდა ამ დროის მანძილზე?- - მთავარი მიღწევა ეს გაზიფიცირებაა, ამაში ჩართული ვიყავით ყველანი- მოსახლეობა, დეპუტატი, ენერგეტიკის სამინისტრო... მინდა მადლიერება გამოვხატო მაშინდელი მინისტრის კახა კალაძის მიმართ და წარმატება ვუსურვო მომავალ არჩვნებში. გაკეთდა ბაღი, განხორციელდა უამრავი კარგი პროექტი. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ კერძო ბიზნესმაც ივარგა, გზის პირას გაკეთდა უმაღლესი ხარისხის სარიტუალო დარბაზი, მანამდე იქვე ახლოს კარგი კაფეტერია გაიხსნა. მინდა უფრო მეტად შეუწყოს ერთმანეთს ხელი ბიზნესმა და სახელმწიფომ. სამწუხაროდ, მისახედია კულტურის სახლი. ცუდ მდგომარეობაშია სოფლის ცენტრი, ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ, იმდენი ტურისტი ჩამოდის მარტო ერთ დღეს შუხუთში, ლელობურთზე, რომ, სირცხვილია ცენტრი მეტად კეთილმოწყობილი რომ არაა. პირობას ვდებ, მოუგვარებელ პრობლემებს გაათკეცებული ძალით შევუტევთ, ჩვენ მივიღეთ ამ წლებში მთავარი _ პრაქტიკა. ასე რომ, ერთმანეთს ვენდოთ.- თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები