ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ იფურცლება, ჩვენი ცხოვრების, რეალური ეპიზოდები, რომელიც ჩვენივე თავზე გამოვცადეთ

 როგორ იფურცლება, ჩვენი ცხოვრების, რეალური ეპიზოდები,  რომელიც  ჩვენივე თავზე გამოვცადეთ
11-09-2017, 00:00

_ ძალიან მიხარია და ვცდილობ მკითხველს იმედი არ გავუცრუო, უფრო მეტი შემართებით ვაგრძელებ წერას._თქვენი ნაწარმოების გმირები რეალური ადამიანები არიან, თუ გამოგონილი პერსონაჟები?_უფრო მეეტად რეალურ და ნამდვილ ამბავზე დაყრდნობით ვიწყებ თხრობას._მომავალში ალბათ გააგრძელებთ წერას და თუ გაქვთ რაიმე ახალი შეთავაზება მკითხველთან?_ვისურვებდი, კრიტიკული წერილების წერა ნაკლებად დამჭირვებოდეს. მოსახლეობას ცოტათი მაინც ეგრძნოს შვება და იმის საშუალება ჰქონოდეს, მძიმე სოციალურ პრობლემებზე გარჯისა და ზრუნვის გარდა, სულიერ ცხოვრებაზე, გონების გახალისებაზე და გართობაზე ფიქრის დროც გამოენახოს.პ.ს. ერთი შეხედვით უბრალო სანდომიანი და მორიდებული ქალბატონი, რომელიც არა ერთი პუბლიკაციის, მოთხრობისა და რომანის ავტორია, საკუთარ თავზე ხშირ შემთხვევაში არ საუბრობს, აქედან ჩანს, რომ არაორდინალური, მდიდარი ფანტაზიის, ემოციურად დატვირთული პიროვნებაა და მისი სამყაროს ნაწილი ის შემოქმედებაა, რომელსაც როგორც თავად გვითხრა, გარკვეულ კონკრეტულ ამბავზე აგებს, თავისებური ფერებითა და შტრიხებით, ქმნის, მკითხველისათვის საინტერესო სახასიათო სახეებს. ამბავი რომელსაც იგი გვიყვება, ზოგჯერ ხასიათთა ჭიდილიც არის, გმირების ისტორიების გაგრძელებას მკითხველი ნომრიდან ნომრამდე მოუთმენლად ელოდება, ეს ავტორის გამარჯვებაცაა და ამასთან ერთად კიდევ ერთხელ იფურცლება, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების, რეალური ეპიზოდები, რომლებიც ბევრმა ჩვენგანმა ჩვენივე თავზე გამოვცადეთ.რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა