სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში თითქმის ყოველთვიურად არის სიახლეები, რომელიც დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე პაციენტებისთვის ნამდვილად შეღავათია. სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ, როგორც კლინიკაში ზღვეულებს, ასევე ნებისმიერ ადამიანს. ბოლო სიახლეების შესახებ `ჯანმრთელობას~ ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ამირან ქანთარია გვესაუბრა: _ ჩვენსა და აკადემიკოს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტს შორის დადებულია ხელშეკრულება. ამით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს მკურნალობის იმ უახლესი მეთოდებით, რომელიც დანერგილია მეან-გინეკოლოგიაში. _ რას გულისხმობს უახლესი მეთოდი? _ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა ალტერნატიული მკურნალობის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს პრობლემური ორსულობის გამოკვლევას, მკურნალობას და მშობიარობამდე მიყვანას. როგორც ცნობილია ასეთი რთული პაციენტები ორსულები რაიონს გარეთ გადიან და იქ ცდილობენ ორსულობის შენარჩუნებას ახალი ალტერნატიული მეთოდებით. ამ ხელშეკრულებით კი ლანჩხუთელებს საშუალება ეძლევათ აქვე, ადგილზე მიიღონ ის უახლესი სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა საქართველოში ისეთი ცნობილი რეპროდუქტოლოგისა და მეან-კინეკოლოგის მიერ როგორიცაა თამარ დიაკონიძე. ამ ხელშეკრულებით პაციენტებს მიიღებს და დიაგნოსტიკას ჩაატარებს საქართველოში ცნობილი ენდოკრინოლოგი ნანა ლევიძე. მის მიერ მოხდება დიაბეტის (შაქრიანი და უშაქრო), ფარისებრი ჯირკვლის შემდეგი დაავადებების: ჩიყვის, თირეოდიტის, ჰიპერ და ჰიპოთირეოზის დიაგნოსტირება და მკურნალობა, ხოლო ორსულობის დროს მოხდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების და დიაბეტის მართვა და მშობიარობამდე მიყვანა უახლესი მეთოდებით. დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში (რისთვისაც იღწვის ჩვენი კლინიკა) პაციენტები მიიღებენ თანადაფინანსებას. დეტალების გაცნობა შეიძლება ადგილზე ჩვენს კლინიკაში. _ როდის გვეწვევიან კლინიკაში სპეციალისტები? _ რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი და ენდოკრინოლოგი თბილისიდან გვეწვევიან და პაციენტებს მიიღებენ მიმდინარე წლის 13 მაისს. _ პირველი მაისიდან ამოქმედდა დაზღვევის ახალი პაკეტები. ამან მოსახლეობაში ცოტა არ იყოს დაბნეულობა გამოწვია. თქვენთან ზღვეული ადამიანების შემთხვევაში რა შეიცვალა? _ ცვლილებები ბუნებრივია არის და ეს რამდენიმე კატეგორიას შეეხება. ჩვენ ვარკვევთ რა და როგორ იქნება. მართალია, ახალი რეგულაციები შემოვიდა, მაგრამ სანამ დამატებითი დეტალები გაირკვევა ჩვენთან ზღვეულ ადამიანებს ისევე მოვემსახურებით, როგორც აქამდე იყო.
ამირან ქანთარია: `ლანჩხუთელებს საშუალება ეძლევათ აქვე, ადგილზე მიიღონ უახლესი სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა~
განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0