ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ახალი სტილის საკითხი ქართულ მართლამადიდებლურ ეკლესიაში

1-01-2021, 12:00

1917 წელს მოხდა რევოლუცია. საკანონმდებლო ორგანოებში დაისვა კალენდრის საკითხიც. 1918 წლის 14 აპრილს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს კირიონს მოუვიდა ტელეფონოგრამა: „აპრილის 13 მიღებულ იქმნა კანონი ამიერკავკასიის რესპუბლიკებში ახალი დროთა აღრიცხვის შესახებ; აპრილის 18 უნდა ცნობილ იქმნას მაისის პირველად. აღდგომა იდღესასწაულება მაისის 5 (ძვ. სტ. 22 აპრილს). ამის მიხედვით მოძრავი დღესასწაულები წაიწევიან წინ 13 დღით. ინებეთ სათანადო განკარგულება“. ტელეფონოგრამა მოსმენილ იქმნა საკათალიკოზო საბჭოში.

გრიგორიანული კალენდარი, გრიგოლის კალენდარი — ახალი სტილი, წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც შემოიღეს 1582 წლის 4 ოქტომბერს რომის პაპის გრიგოლ XIII-ის დროს (აქედანაა სახელწოდება).
გრიგოლ XIII-მ მთელ ქვეყანაში გაითქვა სახელი. ყველაზე კარგად ცნობილია 1582 წლის კალენდრის რეფორმით. მისი პაპობის პერიოდში შემოღებულ იქნა გრიგორიანული კალენდარი, რომელიც იეზუიტი მღვდელი/ასტრონომი კრისტეფორ კლავიუსის დახმარებით შეიქმნა. რეფორმის მიზეზი — წლის საშუალო სიგრძე იულიუსის კალენდარში ძალიან გრძელი იყო და აღდგომის თარიღი დროთა განმავლობაში 10 მარტიდან (მისი ტრადიცული თარიღიდან) 21 მარტამდე გადავიდა.




რომის პაპმა გრიგორის დროს იულიუსის კალენდარს მიამატა 10 დღე და გამოცხადდა 15 ოქტომბრად. თუ XVI საუკუნის გასულს განსხვავება იულიუსისა და გრიგოროლის კალენდრებს შორის იყო 10 დღე, 1900 წლიდან განსხვავება გმოიხატება 13 დღით. პირველად იგი შემოიღეს XVI საუკუნის 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში. პოლონეთში, საფრანგეთში, უნგრეთსა და ევროპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, უფრო გვიან — გერმანიაში (XVII-XVIII სს.), ინგლისში (XVIII ს.), იაპონიაში (XIX ს.). 1752 წლის 2 სექტემბერს დიდი ბრიტანეთი გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა, თითქმის ორი საუკუნით გვიან ვიდრე დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი.
რევოლუციის წინადროინდელ რუსეთში ახალი სტილი არ იყო შემოღებული. იგი შემოიღეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1918 წლის 24 იანვრის დეკრეტით. ამ დროისთვის იულიუსის კალენდარი 13 დღე-ღამე „ჩამორჩებოდა“, ამიტომ 1 თებერვალი 14 თებერვლად გამოცხადდა. კვირის დღეები ორივე კალენდარში ერთი-მეორეს ემთხვევა. ამჟამად მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში გრიგორიანულ კალენდარს იყენებენ.

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 231
FACEBOOK კომენტარები