გიორგის ქართული ფესვები აქვს, სოფელ ქვიანიდან. ის ერთადერთი შვილი იყო მშობლების. ოჯახი წლებია რუსეთში, ქალაქ როსტოვში არის დამკვიდრებული. მშობლები საუბარში იხსენებენ, რომ საზაფხულო არდადაგების მოსვლას მოუთმენლად ელოდა გიორგი, რათა სოფელში წამოსულიყო. მეტ წილ დროს სწორედ საქართველოში, სოფელში ქვიანში ატარებდა. იყო სარაგბო კლუბ „დონი”, დონის როსტოვის სარაგბო კლუბის წევრი. ის ძალიან აქტიური, ჯან-ღონით სავსე, მამაცი მორაგბე და ადამიანი იყო. სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ გეგმავდა საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლას. რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გიორგი 14 წლის გახლდათ, მაშინ მან რუსეთის ოკუპაცია დაგმო, გააპროტესტა და საკუთარ აივანზე ქართული დროშა გადმოფინა. მიუხედავად იმისა, რომ როსტოვში იზრდებოდა, ჟინი და გენი მაინც ქართული სჭარბობდა მასში. 2014 წელს ფირცხალაიშვილების ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. გიორგიმ ერთ-ერთი თამაშის დროს მიიღო ტრამვა ფეხზე, სამი კვირის შემდეგ განუვითარდა თრომბი და უცაბედად გარდაიცვალა. როგორ და რა სიტყვებით შეიძლება აღიწეროს მას შემდეგ მშობლების მდგომარეობა, ეს თავზარდამცემი ფაქტი, ან რითი უნდა ანუგეშო შვილმკვდარი მშობლები, რომლებსაც დაეღუპათ ერთადერთი შვილი და დაკარგეს იმედი მომავლისა, მაგრამ გიორგის დედ-მამა სწორ გზას დაადგა, თავს უპოვეს ხსნა თუ, როგორ დასძლიონ ეს უდიდესი ტკივილი. გიორგის მამა, სოფელ ქვიანში შვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას აშენებს. სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია და სავარაუდოდ მალევე დასრულდება.გიორგის მამა ასევე ქვიანისა და ჯაპანის საზღვარზე გეგმავს სტადიონის გრანდიოზულ მშენებლობას, რომელიც აღჭურვილი იქნება ტაბლოებით, საშხაპეებით და მრავალი სხვა ინვენტარით. გიორგის მამის დიდი სურვილია, ხელი შეუწყოს და მეტად დააინტერესოს ლანჩხუთის ახალგაზრდობა, ჩამოყალიბდეს მორაგბეთა გუნდი, რომელიც არამარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ საზღვრებს გარეთაც იასპარეზებს. ,,ერთი ახალგაზრდაც რომ გამოვსტაცოთ ქუჩას და მავნე-ჩვევებს, დავაინტერესოთ სპორტით, უსაზღვროდ ბედნიერი ვიქნები“ - ამბობს ბატონია გია.გიორგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირები ქალაქ როსტოვში სამი წელია ზედიზედ მიმდინარეობს. შარშან გურიის სათადარიგო სტადიონზე გაიმართა მეგობრული შეხვედრა. გიორგის თანაგუნდელები, როსტოველი მორაგბეები გახლდათ ჩამოსული და წელსაც იგივე იგეგმება.თამაშის დაწყებამდე პატარა მორაგბეემა წუთიერი დუმილი მიაგეს გიორგის ხსოვნას. ამის შემდეგ დაიწყეს თამაში და დიდის მონდომებით და შემართებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ლანჩხუთის ,,გურია“ არ თმობდა პოზიციებს და ლიდერობას, ჩვენი გუნდი ფინალში შეხვდა ბათუმის გუნდს. საკმაოდ დაძაბული და ემოციური ფინალი გამოდგა, რომელიც ბათუმლების გამარჯვებით 5 : 0 დასრულდა და მოგებულ გუნდს გადაეცა გიორგი ფირცხალაიშვილის სახელობის თასი. საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ,,გურიას“ მორაგბე ნიკა რობაქიძე და პრიზიც გადაეცა მას. ტურნირს ესწრებოდა სპორტული ცენტრის დირექტორი გოჩა ლომაძე, რომელმაც ,,გურიას“ მაისურები და რაგბის ბურთები გადასცა საჩუქრად. თასები გადაეცა რვავე გუნდს. ტურნირზე ასევე იმყოფებოდა სარაგბო კლუბ „ბათუმის“ დირექტორი, აჭარის ბავშვთა რაგბის განვითარების ფონდის პრეზიდენტი ზვიად უნგიაძე, რომელმაც აღნიშნა: ,,ტურნირს უკვე მიეცა სისტემატიური სახე. აღნიშნულ ტურნირზე წარმოდგენილი იყო 8 გუნდი, სამომავლოდ იქნება 15. მსგავსი ტიპის ტურნირები ხელს შეუწყობს ბავშვთა რაგბის განვითარება-პოპულარიზაციას, რაშიც უნდა ჩაერთოს ადგილობრივი ხელისუფლება, დაგვეხმარონ ფინანსებით, ინვენტარით. ბატონი გია ამჟამად თავისი თანხით უზრუნველყოფს ხარჯებს, რისთვისაც მთელი ფედერაციის სახელით უდიდეს მადლობას ვუხდი და მადლობელი ვართ მისი, ამ სამადლო საქმის წამოწყებისა და ხელშეწყობისათვის.“ სოფო ბურკაძე
ტრაგიკულად დაღუპული მორაგბის - გიორგი ფირცხალაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ურეკში !
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0