სათადარიგოები: მამუკა მეიშვილი, იონა კალაჯიშვილი, ბექა ბერიძე, საბა თვალავაძე.მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე.გოლები: ლაშა კუკავა 18 წთ(ზუგდიდი). შოთა ლომია 39 წთ(ზუგდიდი). გოჩა კვარაცხელია 41წთ(გურია). დათა რიგვავა(ზუგდიდი) 85 წთ.როგორც ხედავთ ორი საშინაო მატჩის მოგების შემდეგ ,,გურიამ“ზუგდიდში მატჩი დათმო, თანაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ,,ზუგდიდში“ არეულობა იყო და გუნდი დალაგებულ ფეხბურთს ვერ ითამაშებდა, თუმცა მეგრელებმა საწადელი აისრულეს და ,,გურია“ სახლში ხელცარიელი გამოუშვეს. წინა მატჩისგან განსხვავებით დავით მახარაძემ სათადარიგოთა სკამზე დატოვა იონა კალაჯიშვილი, ამჯერად გურამ მახარაძეს მიეცა თავის გამოჩენის შანსი. წინა მატჩში ლაბაძემ გურეშიძე, ხოლო ჯიქიძემ ვირუბოვი შეცვალეს, ზუგდიდში მწვრთნელმა სხვანაირად გადაწყვიტა. როგორც ჩანს გუნდი ერთ სათამაშო სქემით არ ითამაშებს მთელი სეზონი, ამას თავისი მიზეზებიც აქვს რა თქმა უნდა. 25 მარტს 14:00 საათზე ,,გურია“ პრო 3 ლიგის ამჟამინდელ ლიდერს ,,გარდაბანს“ უმასპინძლებს, ამ უკანასკნელმა სამიდან სამივე მატჩი მოიგო, აღსანიშნავია რომ სამივე მატჩში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მეტოქეები. როდესაც ,,გურია“ არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, სწორედ ახლა სჭირდება შინაურ არენაზე განსაკუთრებული ქომაგობა, რათა ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონიდან ქულები ვერ წაიღონ მეტოქეებმა, როგორმე საშინაო მოგებებით და გასვლებზე მაქსიმალური კონცეტრაციით უნდა გავიდეს გუნდი ფონს, სანამ სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება. მაშ ასე: 25 მარტი; კვირა; 14:00 საათი;ლანჩხუთს ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი; ,,გურია“-,,გარდაბანი“. ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს! თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0