,,მადლობას მოგახსენებთ, რომ ასეთ ცუდ ამინდში მობრძანდით და გაწუხებთ ,,გურიას“ ბედი, ეს ნათლად ადასტურებს, რომ ამ კლუბს ჰყავს ერთგული გულშემატკივრები. მზად ვართ მოვისმინოთ თქვენგან რა გაწუხებთ, რითი შეუძლია ადმინისტრაციას დაგეხმაროთ, რა შენიშვნები გაქვთ. ჩვენ მზად ვართ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ თქვენთვის, რადგან ფეხბურთი არის გულშემატკივარისათვის.“დარბაზში შეკრებილებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ,,გურიას“ გასვლითი თამაშების დროს გულშემატკივრებს მიეცეს შესაძლებლობა გუნდს გაჰყვნენ და უქომაგონ. ყენიას განცხადებით, ეს საქმე დავალებული აქვს სერგო ჩხაიძეს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რათა ორგანიზებულად მოხდეს გულშემაკივარის წაყვანა გასვლით შეხვედრებზე. მან ასევე დაამატა, რომ კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდება რამდენიმე ავტობუსის დაყენება, თუმცა მინიმუმ 20-25 კაცის გადაყვანას უზრუნველყოფენ და იმედოვნებს, რომ ამ საკითხში ადგილობრივი ხელისუფლებაც დაეხმარებათ. ამ თემის განხილვის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა:,,ჰო და არა“: ,,ბატონო დავით, გულშემატკვრის როლი ფეხბურთში უდაოდ დიდია, თუმცა მთავარი მაინც მწვრთნელ-ფეხბურთელებია. სამწუხაროდ, ,,ჰო და არას“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე და არც ახლა არ მოგვეცა საშუალება, რომ უშუალოდ დავით მახარაძისთვის დაგვესვა შეკითხვები. შემდგომშიც ასე გაგრძელდება?დავით ყენია: ,, მოგახსენებთ, რომ 31 მარტს იხურება სატრანსფერო ფანჯარა, ვცდილობთ რომ მანამდე შიდა სამზარეულოს საკითხები გარეთ არ გამოვიტანოთ, რათა შემდგომი უხერხულობები ავიცილოთ თავიდან. გმართალი ხართ, მთავარი მწვრთნელი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს პრესკონფერენციას. შევთანხმდეთ ასე, ყველა საშინაო თამაშის შემდეგ, ამ დარბაზში დავით მახარაძე და ფეხბურთელები უპასუხებენ გულშემატკივრების და ჟურნალისტების შეხვედრას. ხოლო გასვლითი მატჩის შემდეგ, შევთანხმდეთ ადგილზე და იქ გავმართოთ პრესკონფერენცია“.ჯემსუატ ურუშაძე: ,,ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნები. საინტერესოა როგორ გაარჩევს თამაშს, რა არგუმენტებით ისაუბრებს. როგორი სქემა ექნება, გაამართლა თუ არა ტაქტიკამ, ვინ დაუშვა შეცდომები და ა.შ“სოსო ჟორდანია: ,, ლანჩხუთელი გულშემატკივარი მაშინ მოვა სტადიონზე, როდესაც კონკრეტულ შედეგს დაინახავს. ხალხი ძალზედ იმედგაცრუებულია. მაინტერესებს რა კონკრეტული გეგმა გაქვთ გაწერილი, რომელიც იქნება წარმატების გარანტორი?“დავით ყენია: ,, ნამდვილად გვაქვს გეგმა გაწერილი, რომლის მიხედვითაც ვმოქმედებთ და იმედი გვაქვს წარმატებას მივაღწევთ. წარსულზე ლაპარაკი არ მინდა, უბრალოდ ვიტყვი ერთ რამეს, კლუბში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ტყუილი იქნება ვთქვა, რომ გვექნება ამბიცია წელსვე დავბრუნდეთ პრო 2-ში. ჩვენი პროგრამა მინიმუმი იქნება პრო 3 ლიგაში დარჩენა. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, მაგრამ ტყუილი დაპირებებით არ მინდა ვინმეს ილუზიები შევუქმნა. უნდა გავაკეთოთ ძლიერი, კონკურენტუნარიანი გუნდი ეტაპობრივად, დღეს და ხვალ ეს ვერ მოხერხდება.“სოსო ჟორდანია: ,, ეს არ არის ის პასუხი, რომელიც დააკამაყოფილებს ლანჩხუთელ გულშემატკივარს. აქ ხალხი ფეხბურთით ცხოვრობდა და უნდა იცხოვროს. ხსენებული ლიგა არ შეეფერება ,,გურიას“ ტრადიციებს.“,,ჰო და არა“: ,,გავაგრძელებთ სოსო ჟორდანიას აზრს. ჩვენ ვიცით მკითხველის შეხედულების შესახებ ,,გურიასთან“ დაკავშირებით. დარწმუნებით გეუბნებით, რომ არცერთი ლანჩხუთლი არ დარჩება კმაყოფილი იმით, თუ ,,გურია“ პრო 2 ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს და მათთვის მიზეზების ახსნა არ იქნება იოლი. იმ დავალიანების შესახებ რაც არის კლუბში, უნდა სცოდნოდა თქვენს გუნდს როცა დირექტორატში მოდიოდით. უნდა იცოდეთ, რომ ,,გურიას“ გულშემატკივრობა არ მოაკლდება, არც გაშუქება ჩვენი გაზეთის მხრიდან. თუმცა არასწორ ნაბიჯებზე და არადამაკმაყოფილებელ შედეგებზე გვექნება მყისიერი რეაქცია და ჯანსაღი კრიტიკა. დავით ყენია: ,,ვიცით, რომ ვალები ჩვენი გადასახდელია. მიმდინარეობს რამდენიმე სპონსორთან მოლაპარაკებები, მადლობა ღმერთს რომ არის სასიკეთო სიახლეები. ვიცი გუნდის ტრადიების შესახებ და იმიტომაც ვართ აქ. თქვენზე მეტად რატომ გვინდა იცით ჩვენ წარმატების მიღწევა? გავითქვამთ სახელს, გაიზრდება დაფინანსება, მოიმატებს დაინტერესება ამ კლუბის მიმართ და ა.შ. გეუბნებით, რომ ცდას არ დავაკლებთ, მაგრამ პრო 3 ლიგა არის საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატი, სადაც თამაშობს 20 გუნდი და ყველას აქვს ამბიცია პრო 2 ლიგაში გადასვლის. თუ არ იქნება ფინანსები, თუ ვერ მოვიყვანთ გამოცდილ ფეხბურთელებს, მაშინ გაგვიჭირდება ხომ? სწორედ ამიტომ ,,გურიას“ დირექტორატი და ადგილობრივი ხელისუფლება დღე და ღამ ზრუნავს ფინანსების მოძიებაზე. ერთიცაა, როგორც იცით ჩვენ ვმუშაობთ სიმბოლურ 100 ლარზე, იმიტომ კი არა, რომ მაგარი ბიჭები ვართ, იმიტომ რომ გვიყვარს ,,გურია“ და ახლა ქამრების შემოჭერის დროა. თქვენ რომ გულშემატკივრები ხართ, შეგიძლიათ სიტყვაზე ვიძახი 100 ლარი ჩარიცხოთ კლუბის ანგარიშზე...“,,ჰო და არა“: ,,ბატონო დავით, უნდა შეგაწყვეტინოთ. ლანჩხუთის მოსახლეობამ 8 მილიონ ლარამდე გაიღო კლუბისთვის ბოლო წლებში, მართალია თქვენ არაფერ შუაში არ ხართ ამ ფულთან, მაგრამ რომ იცოდეთ. ლანჩხუთებმა გააკეთეს მაქსიმუმი, ამ მშიერ ხალხს ნუ მოთხოვთ ახლა გუნდის აშენებას. აღარაა ის დრო, როდესაც ჩაის ფაბრიკები და სხვა დაწესებულებები ჩემოდნებით ხელში დადიოდნენ კლუბის საქმეებისთვის...“ამ დროს ,,გურიას“ დირექტორატის ერთ-ერთმა წევრმა გვირეპლიკა, რომ ის ფული პირდაპირ ხალხმა მისცა კლუბსო? ვგონებთ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შესაძლებელი იყო 8 მილიონი გზის, წყლის, სოციალური პროგრამების მოსაწესრიგებლად გამოყოფილიყო და არა ,,გურიას“ ანგარიშზე ჩარიცხულიყო. ანუ, გამოდის, რომ ხალხის ფული იყო და ცუდია, ეს თუ ვინმეს სხვანაირად ესმის. დავით ყენია: ,,ეს პირობითად ვთქვია, ანუ ვიგულისხმე, რომ ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ გუნდის საკეთილდღეოდ. მე რომ მილიონები მქონდეს, ვიცი საქმე როგორ გავაკეთო და თქვენ კი არ შეგხვდებოდით,(!) მაგრამ ამ პირობებში, მხოლოდ ერთად დგომით მივაღწევთ შედეგს. პრესკონფერენცია როდესაც დასრულდება, მაქვს სპონსორთან შეხვედრა. ჩემს დღეშია საკრებულოს თავმჯდომარე და მერი, ყველაფერს აკეთბენ გუნდის საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გავაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ შედეგს თუ ვერ დავდებთ, ამის გამო ნუ ჩაგვქოლავთ, თქვენი მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.“ირაკლი ჩხაიძე: ,,როგორც ითქვა წარსულზე ნუ ვილაპარაკებთ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ბოლო ორი წელიწადი არც არაფერი არ ყოფილა ,,გურიაში“ და ვერც ვისაუბრებთ. რაც შეეხება აწმყოს, ყველამ უნდა დავდგეთ ერთად და შევეცადოთ ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბოთ. პირადად მე, მზად ვარ ბოლომდე გვერდით დავუდგე ,,გურიას“, საჭიროა მეტი ასეთი შეხვედრები კომუნიკაცია გულშემატკივართან და ყველაფერი გამოვა. წინა წლებში, მე, ჯანო ქინქლაძე, ლევან გიორგაძე და სხვები ვახერხებდით გულშემატკივართა მობილიზებას, მათ გვერდით დგომას. ახლაც ასე იქნება, უბრალოდ ხელმძღვანელობისგანაც გვჭირდება მხარდაჭერა“. ლევან გიორგაძე: ,,რომ იტყვიან, აკვნიდან ვგულშემატკივრობ ,,გურიას“. ვიცი ლანჩხუთელი გულშემატკივარის დამოკიდებულება, შესაძლოა მათ მცირედი სიხარული უზარმაზარად გიქციოთ , ან პირიქით, სამწუხაროდ უმადურობა გამოიჩინონ. ასე რომ, ამისთვის მზად უნდა იყოთ ბატონო დავით.“ჯანო ქიქლაძე: ,, ,,გურია“ არის გამორჩული ბრენდი ქართულ ფეხბურთში. 65 წელი მისრულდება, რაც სტადიონზე დავდივარ და ფეხბურთით ვსუნთქავ. რამდენიმე წელი ვიყავი ,,გურიას“ ფანკლუბის ხელმძღვანელი, თითქმის შეუძლებელს ვაკეთებდით და გულშემატკივარი მაინც მიგვყავდა სტადიონზე, როგორც საშინაო, ისე გასვლით მატჩებში. ბატონო დავით, თქვენ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ბრძანეთ, რომ თუ შედეგს ვერ მიაღწევთ წახვალთ. ფეხბურთში ასე არ ხდება, თუ დავინახავთ, რომ საქმის კეთება შეგიძლიათ, არსადაც არ გაგიშვებთ. მივხედოთ ყველამ ჩენს გუნდს, ერთდ დავდგეთ და დიდება დავიბრუნოთ!“,,ჰო და არა“: ,,ბატონო დავით, თქვენ ერთ-ერთ სატელევეზიო გადაცემაში ბრძანეთ, რომ წელს გვექნება ელ კლასიკო ,,გურია“- ,,ბახმარო“. ჩოხატაურისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობთ ამ გუნდებს შორის ,,ელ კლასიკო“ ვერასდროს შედგება, გამომდინარე ,,გურიას“ ტრადიციებიდან. ბევრმა ლანჩხუთელი დარჩა ამ განცხადე ბით ნაწყენი, მართლა ასე ფიქრობთ?“დავით ყენია: ,, ეს ხუმრობით ვთქვი. ისე, ერთ ლიგაში გამოვდივართ და შეიძლება პირობითად ასე ვთქვათ. ჩემს სატელევიზიო გამოსვლას ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, ვგულისხმობ სხვა თემებს. თითქოს მე ,,გურიას“ ისტორია არ ვიცი და ა.შ ყველაფერს უნდა სწორად გაგება და ხალხამდე ისე მიტანა. მთავარია ჩასაფრებული ნუ ვიქნებით, თორემ ჯანსაღი კრიტიკა ჩვენთვის მისაღებია“.მომდევნო მატჩი ,,გურიას“ 12 მარტს აქვს ჩასატარებელი, ისევ შინაურ არენაზე ,,მეშახტესთან“. როგორც შეხვედრაზე დაანონსეს, მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი-დავით მახარაძე ჩაატარებს პრესკონფერენციას და ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაესწროს. ,,ჰო და არა“ წარმატებას უსურვებს ,,გურიას“ და იმედს გამოვთქვამთ, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ორშაბათს 12 მარტს 14 საათზე გულშემატკივარი მრავლად მივა. თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0