ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთელმა კარატისტებმა 2017 წლის ბოლოსაც წარმატებით იასპარეზეს

ლანჩხუთელმა კარატისტებმა 2017 წლის ბოლოსაც წარმატებით იასპარეზეს
5-01-2018, 09:26

23 დეკემბერს, თბილისში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კარატეში, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის გუნდი ღებულობდა მონაწილეობას. გარდა ამისა, ტურნირს სტუმრობდა სომეხი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები. ტურნირის ერთე-ერთი მთავარი მსაჯი გახლდათ ლანჩხუთელი მერაბ თურქია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის წარმომადგენლებმა მოახერხეს და რვა სხვადასხვა სინჯის მედალს უწვდინეს: ერთი ოქრო; ორი ვერცხლი; ხუთი ბრინჯაო;
ალბათ არავის გაკვირვებია გუგა ივანაშვილის წარმატება, ის ნამდვილად უალტერნატივოა თავის ასაკში და ეს ხსენებულ ტურნირზეც დაამტკიცა. ჩინებული ასპარეზობის შედეგად, მან მოახერხა და ოქრო აიღო თავის ასაკში. გუგას ჰქონდა შანსი, რომ მეორე ოქროც შეემატებინა თავისი კოლექციისთვის, ამჯერად აბსოლუტურში(უფროსებში), სამწუხაროდ აქ მან ფინალი დათმო ტიტულოვან მეტოქესთან.
კარგად იასპარეზა მერაბ ლომაძემ, რომელმაც სამწუხაროდ ფინალში წააგო.  ახალბედა კარატისტებმაც მშვენივრად იასპარეზეს, ბაჩი ბერიძემ და იური ევგენიძემ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. ხოლო, ანრი ჩხარტიშვილი ორი ბრინჯაოს მფლობელი გახდა, მან ჯერ თავის ასაკში მოახერხა საპრიზოზე გასვლა, შემდეგ კი უფროსებში.
გუნდი მოამზადეს მერაბ თურქიამ და ლაშა ბერიძემ.
2017 წელი ძალზედ წარმატებული გამოდგა ლანჩხუთელი კარატისტებისთვის, ეს იყო ,,მედალთცვენის“ სეზონი მათთვის. კარატე შესულია ოლიმპიური სპორტის სახეობაში, ისინი იმსახურებენ ყურადღებას და თანადგომას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან. ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ მეტი ყურადღების შემთხვევაში ლანჩხუთელი კარატისტები  აუცილებლად ფურორს მოახდენენ.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 654
FACEBOOK კომენტარები