15 ნოემბერს სოფელ ჩოჩხათში ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებმა აცანის სკოლის აღსაზრდელებს უმასპინძლეს მაგიდის ჩოგბურთში. მოგახსენებთ, რომ ჩოჩხათის სკოლის ვაჟთა გუნდი რეგიონის ჩემპიონია, ხოლო აცანის გოგონათა გუნდიც თავის მხრივ გურიაში პირველობას არავის არ უთმობს. შეხვედრის ორგანიზება ლანჩხუთის გამგეობამ უზრუნველყო, მოგებულ გუნდს გადაეცა სამახსოვრო პრიზები. ამჯერად აცანის სკოლამ ძალიან იყოჩაღა, ამშეხვედრაზე გუნდური პრინციპი მოქმედებდა და დაძაბულ პაექრობაში ჩოჩხათის ვაჟთა ჩემპიონი გუნდი დამარცხდა აცანლებთან. თანასკოლელ ბიჭებს არც გოგოებმა უმტყუნეს და მათაც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. აცანის ვაჟთა და გოგონათა გუნდები შეჯიბრისთვის მოამზადა მწვრთნელმა იოსებ ჩაგანავამ, რომელიც ამავდროულად ფიზმომზადების პედაგოგია სკოლაში.
წარმოგიდგენთ გამარჯვებულთა გვარ–სახელებს. ვაჟთა გუნდი: გიორგი ჯიჯიეშვილი, დათო დუმბაძე, ბათა დუმბაძე, თორნიკე ნოზაძე.
გოგონათა გუნდი: ელზა ჯიჯიეშვილი,ნინო ნიკოლაიშვილი, თიკო ჩხაიძე, ეკა ჭაღალიძე.
თორნიკე ჯიჯიეშვილი
აცანელი ბავშვების წარმატება მაგიდის ჩოგბურთში
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 937