საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
ისრაელში მიმდინარე ევრობასკეტზე არასტაბილურად ასპარეზობს ჩვენი ქვეყნის კალათბურთელთა ნაკრები. მათ ტური სენსაციურად დაიწყეს, მოუგეს რა მსოფლიო რეიტინგის მეხუთე პოზიციაზე მყოფ ლიტვის ეროვნულ ნაკრებს. ქართველებმა ძალზედ დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს ბალტიისპირელებს ანგარიშით 79:77. ამ მოგების შემდეგ ქართველ გულშემატკივართა უმრავლესობას გაუჩნდა იმედი, რომ მოხდებოდა სასწაული და ილიას ზუროსის გუნდი რომელიმე სინჯის მედალს უწვდენდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ ჯგუფის აუტსაიდერებად მონათლული გერმანიის და უკრაინის ნაკრებები. საქართველოს ნაკრებმა ჯერ გერმანიასთან დათმო მატჩი სოლიდური სხვაობით 57:67, ხოლო მეორე დღეს უკრაინასთან 81:88 უკრაინასთან წაგების შემდეგ, ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, მხოლოდ ,,ჯიგრით“ თამაში ვერ უშველით და ტაქტიკას უნდა მიხედონ.
ზაზა ფაჩულიასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ვერც კაპიტანმა ივარგა უკრაინასთან მატჩში გადამწყვეტ პერიოდში და უპატიებელი ჯარიმები აიღო, მათ შორის ისეთები, ჯარიმასთან ერთად ჩაგდებული ქულებიც რომ გაუქმდა.
თუმცა დამთავრებული არაფერია, ჩვენს გუნდს ნამდვილად შესწევს იმის ძალა, რომ ჯერ ჯგუფიდან გავიდეს, შემდეგ კი მედალზეც იფიქროს.
თორნიკე ჯიჯიეშვილი
სენსაციიდან იმედგაცრუებამდე
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 780