იგი წლების განმავლობაში თავადაც იცავდა ლანჩხუთის „გურიას“ ღირსებას. ასევე, თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ და რამდენიმე უცხოურ კლუბში. იყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი და შესულია ქართული ფეხბურთის ისტორიაში _ გურილი ეროვნული ნაკრების მიერ გატანილი პირველი გოლის ავტორია. გურულს „გურიამდე" უმუშავია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ფრანგი სპეციალისტის, ალან ჟირესის თანაშემწედ. გაუწვრთნია უმაღლესლიგელები _ ბათუმის "დინამო" და ქობულეთის "შუქურა".
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0