ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთელი გუგა ივანაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ლანჩხუთელი გუგა ივანაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
6-05-2017, 00:00

ბულგარეთში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოდან 30 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომლებმაც ხუთი ოქრო ჩამოიტანეს სამშობლოში. ლანჩხუთელი სპორტსმენი ბულგარეთში მწვრთნელთან, მერაბ თურქიასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ამავე დროს ერთ-ერთი ტატამის მთავარი ზედამხედველიც იყო. მერაბ თურქიას თქმით, გუგამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე დაამტკიცა, რომ მის წონაში საუკეთესოა. საქართველოს ჩემპიონატსა და შემდგომ სარეიტინგო შეხვედრაში აჩვენა, რომ ის ყველაზე ოპტიმალურ ფორმაში იყო მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ,,ბულგარეთში ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს ჩავედით. მიუხედავად ავტობუსით დამღლელი მგზავრობისა, გუგამ იპოვა ძალები და მაქსიმალური შედეგი დადო, ბრწყინვალედ იასპარეზა _ ხუთი ბრძოლიდან ხუთივე მოიგო, ფინალი კი რუმინელ სპორტსმენთან სუფთა გამარჯვებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიამატა იუნორებში (16-17 წელი, 61კგ). გუგა ძალიან დისციპლინირებული სპორტსმენია, რაც მის ნიჭთან და შრომასთან ერთად განაპირობებს მის წარმატებებს. ყველა მითითებებს ზედმიწევნით ასრულებს. ასეთივე იყო ჩემპიონატზე. ის მაქსიმალურად იყო მობილიზებული. გარდა ამისა, მას აქვს უნარი, უშუალოდ შეჯიბრის დროს მოახდინოს მთელი ძალების კონცენტრაცია და ეს ყველაფერი განაპირობებს მის წარმატებებს. აქედან გამომდინარე, მქონდა იმედი, რომ გუგა წარმატებით იასპარეზებდა. ვულოცავ გუგას და მთელ ლანჩხუთს ამ წარმატებას’’, _ ამბობს მერაბ თურქია.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები