მათ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და მასპინძლებმა ლანჩხუთში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნის პერსპექტივაზე ისაუბრეს. სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რომლის განახლებას ადგილობრივი მთავრობა, ფედერაციასთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში გეგმავს. როგორც ცნობილია, გვიმბალაურში ე.წ. „კოლეჯის“ შენობა საკრებულოს თანხმობით, გამგებელმა უზურფრუქტის წესით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით საფეხბურთო სკოლას გადასცა. სფფ-ის დელეგაცია ბავშვთა შორის აჭარა-გურიის ჩემპიონატის მატჩსაც დაესწრო, სადაც ლანჩხუთის "გურია" და ბათუმის "ბაკური" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0