ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კარატისტების წარმატება ღია პირველობაზე

კარატისტების წარმატება ღია პირველობაზე
12-04-2017, 00:00

რომელშიც ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად თბილისის 5 კლუბი, ქუთაისის 3 კლუბი, ზესტაფონის, ხონის, წალენჯიხის, სენაკის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, ბათუმის და ქობულეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ლანჩხუთელმა კარატისტებმა (მწვრთნელები: მერაბ თურქია, მანუჩარ ჩხაიძე, ლაშა ბერიძე) წარმატებით იასპარეზეს და სამივე სინჯის 2-2 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ: მერაბ და ზურა ლომაძეები, მეორე ადგილზე გავიდნენ: ლუკა ლომაძე და დათო ცინცაძე, ხოლო ბრინჯაოს მედლები წილად ხვდათ: გიორგი პატარაიას და საბა კვიჭიძეს. პირველობაზე მერაბ თურქია და მანუჩარ ჩხაიძე მსაჯობდნენ, რაც ჩვენი კარატის სკოლის კიდევ ერთ წარმატებაზე მიუთითებს.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები