ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მიხეილ სამხარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგით მესამე რეპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

მიხეილ სამხარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგით მესამე რეპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
29-11-2016, 00:00

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობის და ბ/რ ჭიდაობის მწვრთნელების ინიციატივით ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი მიძღვნილი ჭაბუკთა I რესპუბლიკური თამაშების მესამე პრიზიორის, მრავალი რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულის მიხეილ სამხარაძის ხსოვნისადმი, სადაც ოზურგეთის 4 გუნდთან, აჭარის 2 გუნდთან და ფოთის გუნდთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ბ/რ ჭიდაობის ჭაბუკ მოჭიდავეთა 2 ნაკრები გუნდი 25 სპორტსმენით. სულ შეჯიბრში მონაწილეობას 130 სპორტსმენი იღებდა. შეჯიბრის მონაწილეები დაყოფილი იყო ორ ასაკობრივ ჯგუფად 2003-2004 წ.წ. დაბადებულ და 2005-2007 წლებში დაბადებულთა შორის, სადაც ლანჩხუთელმა მოჭიდავეებმა 6 ოქროს, 8 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ: თამაზ ღლონტი, ზურაბ იაშვილი, ლუკა შარაბიძე და ლუკა ჭყონია (უფროსი ასაკი), ლუკა ლომაძე და ნიკა ჩანკვეტაძე (უმცროსი ასაკი). ვერცხლის მედლები აიღეს: ანრი თურმანიძემ, ვახტანგ ჩხაიძემ, გიორგი სურმანიძემ, ლერი ქამაშიძემ (უფროსი ასაკი), ამირან პაქსაძემ, ავთანდილ ორაგველიძემ, დავით ჩახვაძემ და მამუკა გოგელიამ (უმცროსი ასაკი) ბრინჯაოს მედლები აიღეს: ზაზა თევზაძემ და ლუკა ბეკოევმა. ასევე აღსანიშნავია დანარჩენი ლანჩხუთელი მოჭიდავეების კარგი ჭიდაობა, მართალია საპრიზო ადგილებზე ვერ მოხვდნენ, მაგრამ ხუთეულში 8 მოჭიდავე შევიდა. ესენია: ბესო თურმანიძე, დავით გოგუაძე, საბა ჯიჯიეშვილი, გიორგი იაშვილი, გიორგი გოგუაძე, ოთარ ჯანელიძე, რეზო ქამადაძე და ილია ჩხაიძე, რითაც არაოფიციალურ გუნდური ჩათვლაში პირველ ადგილზე გავედით. საუკეთესო მოჭიდავისათვის დაწესებული პრიზი, რომელიც მიხეილ სამხარაძის მშობლებმა დააწესეს ლუკა (ჩიორა) ლომაძეს გადაეცა. გუნდი შეჯიბრებისათვის მოამზადეს: დავით მჟავიამ, გოჩა ლომაძემ, ზაზა ღლონტმა და თემურ მარშანიშვილმა. ასევე უნდა აღინიშნოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეების და მათი მწვრთნელების: კახა აფხაზავას და კახა გოგოლიშვილის გვერდში დგომა, რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ჩვენი გუნდის წარმატებაში _ 1 ჩემპიონი და 3 მეორე ადგილი 6 მოჭიდავიდან. აღნიშვნის ღირსია ქართული ჭიდაობის მწვრთნელის კორნელი ბურჭულაძის დახმარებაც, რომლის ერთმა მოჭიდავემ მეორე ადგილი დაიკავა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ბ/რ ჭიდაობის მწვრთნელები ორთავე სახეობის მწვრთლენელს და მოჭიდავეებს. დანარჩენი გუნდების მიერ მოპოვებული მედლების რაოდენობა ასეთია: აჭარა _ 5 ოქროს, 5 ვერცხლის და 9 ბრინჯაოს მედალი. 6 მეხუთე ადგილი; ოზურგეთის სპ. სკოლა _ 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 9 ბრინჯაოს მედალი, 4 მეხუთე ადგილი; ლიხაურის საჭიდაო სკოლა _ 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 9 ბრინჯაოს მედალი, 1 მეხუთე ადგილი; ფოთი _ 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, 1 მეხუთე ადგილი. დასანანია, რომ შეჯიბრზე გარკვეული მიზეზების გამო ვერ ჩამოვიდნენ სამტრედიის და ზესტაფონის ნაკრები გუნდები. ასევე ოზურგეთის იური სიორიძის სახელობის საჭიდაო კლუბის მოჭიდავეები. მიუხედავად მათი არყოფნისა ძალიან საინტერესო შეჯიბრება გამოვიდა. თითქმის ყველა წონით კატეგორიაში საკმაოდ დაძაბული და შთამბეჭდავი ორთაბრძოლები გაიმართა, რასაც დიდი ოვაციებით ხვდებოდნენ დარბაზში მოსული გულშემატკივრები. ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ საუკეთესო თასებით, მედლებით და დიპლომებით, რომელიც ლანჩხუთის სპორტული ცენტრის დირექტორმა გურამ იმნაიშვილმა დააწესა. შეჯიბრი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. შეჯიბრებას მსაჯობდნენ: მთავარი მსაჯი დავით მჟავია, მოადგილეები: გია ჩხაიძე და მამუკა ხოზრევანიძე. ლეიბის მსაჯები: კახა აფხაზავა, ზაზა ღლონტი, მარად სურმანიძე. `მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელბიც გვერდში დაგვიდგა ტურნირის ორგანიზებასა და ნორმალურად ჩატარებაში გარდაცვლილი მოჭიდავის ოჯახის წევრებს, რომლებმაც სპეციალური პრიზი დააწესა და ფინანსურადაც დაგვეხმარა, გვიმბალაურის სასულიერო გიმნაზიის ხელმძღანელობას მამა მირიანს და მომსახურე პერსონალს, ასევე მადლობას ვუხდით ჩვენი გუნდის მოჭიდავეთა მშობლებს და ლანცხუთის მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურის უფროსს ბატონ პაატა ურუშაძეს~, _ გვითხა სპორტული ცენტრის ხელმძღვანელმა გაგა იმნაიშვილმა.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები