რომელშიც მონაწილეობას 490 სპორტსმენი იღებდა ქვეყნის ყველა რეგიონიდან. მას შემდეგ, რაც კარატე ოლიმპიური სახეობა გახდა და 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი მედლები გათამაშდება სპორტის ამ სახეობაში, ეს იყო პირველი რესპუბლიკური ტურნირი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაიმართა და მას `ჩვენი ოცნება – ოლიმპიადა~ უწოდეს. ტურნირის ოფიციალურ გახსნას სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა კარატეს და რეგიონებშიც უფრო მეტად განვითარებდა. ტურნირზე ასევე იმყოფებოდა ცნობილი კომენდატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, რომელიც ამავდროულად საპატიო კარატისტი გახლავთ და სპორტსმენებს ამხნევებდა. ბატონმა ჯამლეტმა მიულოცა შეკრებილებს კარატეს ოლიმპიურ სახეობად გამოცხადება და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი სპორტსმენები წარმატებულები იქნებიან ოლიმპიადაზე და იქედან მედლებით დაბრუნდებიან. ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან აღნიშნულ ტურნირზე 15 სპორტსმენი გამოდიოდა, ხოლო ჩვენი ფილიალიდან (ოზურგეთი) _ 6. ჩვენებურების მონაგარი ასეთია: 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ოქროს მედლები მოიპოვეს: გიორგი ტუღუშმა (12-13წ. –51 კგ.), გუგა ივანაშვილმა (14-15წ. –57 კგ), გიორგი ჩხაიძემ (14-15წ. –52 კგ.), გიორგი მამინაიშვილმა (14-15წ. –67კგ.), ნიკა დარჩიამ (14-15წ. –61კგ.), ლაშა კოსტავამ (10-12წ. –40კგ.). მეორე ადგილზე გავიდნენ: საბა ჭელიძე (8-9წ. –30კგ.), ლუკა რუხაძე (8-9წ. +38კგ.), მერაბ ლომაძე (8-9წ. –38კგ.), ლუკა ფირცხალაიშვილი (12-13წ. +58 კგ), გიორგი ზენაიშვილი (14-14წ. +70კგ.). ბრინჯაოს მედლები წილად ხვდათ: ზურაბ ჭელიძეს (8-9წ. –30კგ.), გიორგი პატარაიას (10-11წ. –35კგ.), ანრი ჩხარტიშვილს (10-11წ. –40კგ.), ზურა დარჩიას (10-11წ. –53კგ.), დათო დუმბაძეს (12-13წ. –40კგ.). გუნდი ტურნირისთვის მერაბ თურქიამ, მანუჩარ ჩხაიძემ, ლაშა ბერიძემ და შოთა ღლონტმა მოამზადა.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0