კარატე დო-ში, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხის მკვიდრთან ერთად სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის და ყაზახეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებმა ტურნირზე 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ლანჩხუთელთა წარმატების შესახებ გურიის კარატე დო-ს ფედერაციის თავკაცი, ერთ-ერთი მთავარი მსაჯი ზემოთ თქმულ ტურნირზე, მერაბ თურქია გვესაუბრა: `შედეგებით კმაყოფილი ვარ. ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ერთ-ერთი გამორჩეულები ვართ, 13 მედალი მოვიპოვეთ. პირველ ადგილზე გავიდნენ: ლაშა კოსტავა, ლიზი თურქია, გიორგი ზენაიშვილი, ბათა დუმბაძე; მეორე ადგილი დაიკავეს: ზურა ლომაძემ, გიორგი ჩხაიძემ, დათო დუმბაძე და გიორგი ტუღუშმა. აღსანიშნავია, რომ ტუღუშისთვის ეს პირველი ტურნირი იყო და მისი სატურნირო ნათლობა წარმატებული აღმოჩნდა. მესამე ადგილები წილად ხვდათ: ზურაბ ბერიძეს, მერაბ ლომაძეს, ლუკა ლომაძეს, ანრი ჩხარტიშვილს, ნიკა დარჩიას.~ ჩვენებურები ტურნირისთვის მერაბ თურქიამ, მანუჩარ ჩხაიძემ, ლაშა ბერიძემ და შოთა ღლონტმა მოამზადა.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0