ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა შანსი აქვს `გურიას~, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს?

რა შანსი აქვს `გურიას~, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს?
20-05-2016, 00:00

რა ვარიანტები აქვს `გურიას~ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს?


ამისთვის `მერანმა~ ვერ უნდა მოუგოს ქობულეთში ბათუმის `დინამოს~, ან `ზუგდიდმა~ _ გორში `დილას~, ანაც `გურიამ~ ფოთში `კოლხეთი~ უნდა დაამარცხოს. არის კიდევ ერთი ვარიანტი _ `გურიამ~ ფრედ ითამაშოს და `ლოკომოტივმა~ წააგოს `ცხინვალთან~, ხოლო თუ `გურია~ წააგებს და `ზუგდიდი~ ფრედ ითამაშებს, ორივე 24-24 ქულას აგროვებს და ურთიერთშეხვედრების მიხედვით (2:0, 2:3) უპირატესობა ჩვენს მხარეზეა. შესაძლოა, 24 ქულა `ლოკომოტოვმაც~ მოაგროვოს და `საპოვნელამაც~, ან ორივემ ერთად და ყველა შემთხვევაში `გურია~ ლიგაში რჩება.


მოკლედ, `გურიამ~ ან უნდა მოიგოს, ან ქულები დაკარგოს `მერანმა~ ან `ზუგდიდმა~, ან `გურიასთან~ ერთად, 24 ქულა უნდა მოაგროვოს `ზუგდიდმა~ ან მინიმუმ სხვა ორმა გუნდმა...

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 791
FACEBOOK კომენტარები