ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთელი გოგონების მიერ შესრულებული ჰიმნი და წარმატებული დებიუტი

ლანჩხუთელი გოგონების მიერ შესრულებული ჰიმნი და წარმატებული დებიუტი
28-04-2016, 00:00

ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მინდორზე საკმაოდ ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. დაახლოებით 300 ადამიანი დაინტერესდა ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრით და დიდი სიამოვნებაც მიიღო. ლანჩხუთელმა გოგონებმა კახეთის რეგიონის გუნდს საკმაოდ დამაჯერებლად აჯობეს.ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გოგონათა ექსპერიმენტული სარაგბო-საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელმა დურმიშხან ჩხაიძემ მატჩის შემდგომ გვითხრა, რომ ძალიან ნერვიულობდა: `ჩვენი გუნდში 20 გოგონა ირიცხება (14 ბავშვი სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრია), მათგან მხოლოდ ერთია თამუნა თავდიშვილი, რომელიც სკოლის მოსწავლე არ არის. სხვები ყველა პატარები არიან. როცა კახელი ფეხბურთელები დავინახე, ვიფიქრე, წავაგებდით. თუმცა, შემდგომ მოვლენები სხვანაირად განვითარდა.~თავად ჩემპიონატის გახსნის შეხვედრას ხარვეზები ახლდა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ყველა სიახლეს ახლავს მღელვარება, საორგანიზაციო ლაფსუსები და არც ლანჩხუთი იყო გამონაკლისი. წარმოიდგინეთ, ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონიისთვის ორგანიზატორებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა გახმოვანების აპარატურა და უშუალოდ ფეხბურთელმა გოგონებმა სახელდახელოდ შეასრულეს ეროვნული ჰიმნი.როგორც ბატონი დურმიშხანი იხსენებს მსგავსი შემთხვევა 2006 წელს ავსტრიაში დაფიქსირდა: `მაშინ ლანჩხუთელი ბიჭები მყავდა წაყვანილი ტურნირზე და ახალი ჰიმნი გვქონდა მიღებული. მასპინძლებს კი ძველი ვარიანტი ჰქონდათ. ბავშვებმა ახალი ჰიმნი დააგუგუნეს სტადიონზე და ამან უდიდესი ემოცია გამოიწვია.~მატჩის პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა მასპინძელთა უპირატესობა და მაყურებელიც მოხიბლული დარჩა გოგონათა გამართული, კომბინაციური თამაშით. აღსანიშნავია, რომ ამ ბავშვებს მინი ფეხბურთის გამოცდილება აქამდე ქონდათ, მაგრამ სტანდარტულ მოედანზე ერთად მხოლოდ მატჩის წინა დღეს ივარჯიშეს. აი, ნაკრების წევრებს ასეთი სათამაშო პრაქტიკა რა თქმა უნდა ქონდათ, სანაკრებო შეკრებებზე თუ ოფიციალურ შეხვედრებზე.მიუხედავად შეუთამაშებლობისა კახა ურუშაძის გაწვრთნილმა გოგონებმა მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და პირველ ტაიმში უპირატესობა ორ გოლში ასახეს. ჯერ თიკო თავდიშვილმა გახსნა ანგარიში, რომელიც ფეხბურთის ლეგენდა მესის სტილში იყო, მეორე გოლი კი კაპიტანმა და ლიდერმა ია ალელიშვილმა შორეული დარტყმით გაიტანა.შესვენების შემდეგ თამაშის ხასიათი არ შეცვლილა, უბრალოდ გოგონებს დაღლა დაეტყოთ და ბუნებრივიცაა, 90 წუთი მოძრაობა მათთვის ხუმრობა საქმე ნაღდად არაა. ბოლო წუთებში თავი გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მცველმა ნინო ჩხარტიშვილმაც გამოიჩინა _ მეტოქეს პენალტი დასტყუა, რომელიც თავადვე უნაკლოდ შეასრულა.ჩემპიონატის გახსნას ქალთა ეროვნული ნაკრების თავკაცი გივი კვარაცხელია და 17 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი _ სალომე ხუბულური ესწრებოდნენ. ფეხბურთის ფედერაციიდან კი გუნდს ფორმა და 20 ბურთი გამოუგზავნეს საჩუქრად.`ლანჩხუთმა~ პირველი ოფიციალური შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: თათია გაბუნია, ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი, ქრისტინე ხუხუნაიშვილი, თინათინ ჯიჯიეშვილი, ია ალელიშვილი, მარიამ კალანდაძე, მარიამ გოგეშვილი, სოფიკო ნარსია, ანა რომანჩუკი, თაკო თავდიშვილი.შეცვლაზე შევიდნენ: ქეთი ურუშაძე, მონიკა შურღაია, ფიქრია მოისწრაფიშვილი, ნათელა წოწერია. `ლანჩხუთი~ მომდევნო მატჩს სტუმრად შიდა ქართლის გუნდთან გამართავს, რომელიც 4 მაისს გორში გაიმართება. ლანჩხუთში კი 25 მაისს ვითამაშებთ, თბილისის `35-ე სკოლასთან~.ტურის სხვა მატჩები ასეთი დასრულდა: ქუთაისის `მართვემ~ 10:2 სძლია აჭარის რეგიონს; შიდა ქართლის `ივერიამ~ სტუმრად 3:2 დაამარცხა - თბილისის `35 სკოლა~.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები