ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რამ გამოიწვია ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის” წარმატება და ,,გურიას” დაცემა

18-11-2024, 15:35


  ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის“ - მწვრთნელს, გიორგი ჩხაიძეს და ყველა ფეხბურთელს, ვინც გაგვახარა საქართველოს ჩემპიონობით  ვულოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. უკვე მერამდენეჯერ გაგვახარეთ გოგონებო, სულ წარმატებით გევლოთ!უმადურობა იქნება არ აღვნიშნოთ გიორგი ჩხაიძის დამსახურება ამ წარმატებებში.  პირველ რიგში იგი კარგი ქართველია, ნიჭიერი, მონდომებული, საქმის მცოდნე, პროფესიონალი, უკვე გამოცდილი. იგი სრულყოფილად მოძღვრავს და ავარჯიშებს თავის შეგირდებს. არაერთხელ ვარ ამის მომსწრე და მნახველი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ის არის საქართველოში ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. ეს ადამიანი უნდა დაფასდეს არა უბრალოდ სიტყვიდ, არამედ გუნდისთვის მატერიალურად გვერდში დგომით. მადლობა გიორგი შენ და შენს შეგირდებს, ლანჩხუთელ ,,ციცებს“ ! მომავალშიც ყველას თქვენი იმედი აქვს.  რაც შეეხება ლანჩხუთის ,,გურიას“. რა ქენით, რა დაგემართათ, ვინ გმართავთ ასე?! დღეს, კომპიუტერის ხანაში ვის მოატყუებთ, იოტისოდენად რატომ არ გრცხვენიათ?! ვინც სახელოვანი გუნდი, ლანჩხუთის სიმბოლო,  ,,ლანჩხუთის გურია“,  ასე გაიმეტეთ, ყველა დამნაშავე ხართ. განსაკუთრებით თქვენ, ვინც ბოლო 20 წლის მანძილზე მოღვაწეობდით აქ, ამ სფეროში.  თქვენ გეგმაზომიერად აფუჭებდით საქმეს. ჯერ სტადიონის დაშლა რად ღირდა, მერე ნიჭიერი მწვრთნელის, თემურ ლორიას გაშვება. დირექტორთა საბჭოში ძალოვანების ჩანერგვით და დიდი ფულის შოვნით გაწირეთ არა მარტო სახელოვანი გუნდი, არამედ მთელი რაიონის ფეხბურთის მოყვარული მოსახლეობა. წესით თქვენ რაიონში ვერ უნდა დადიოდეთ. თქვენ ფეხბურთის მოამაგეები: ევგრაფ შევარდნაძე, ანზორ კილაძე, ემზარ ბერიზე, თემურ გუგუნავა, არტემ ლომაძე, გოდერძი ქურიძე და მრავალი სხვა საფლავში გადააბრუნეთ. დადგება დრო, აუცილებლად აგებთ პასუხს. გამაგრდით, შეიყვარეთ ერთმანეთი ჩემო უკვე მერამდენედ მოტყუებულო ლანჩხუთელებო!
    თორნიკე სარჯველაძე

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 171
FACEBOOK კომენტარები