ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთელ მოჭიდავეთა მორიგი წარმატება

ლანჩხუთელ მოჭიდავეთა მორიგი წარმატება
2-11-2022, 12:16

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ბერ­ძნულ-რომაულ სტილის მოჭიდავ­ეებმა 5 მედალი მოიპოვეს ქ.ხაშურში ჩატარებულ წარსულში კარგი მოჭი­დავის და მწვრთნელის ნიკოლოზ ხვედელიძისა და ნაადრევად გარდაც­ვლილი კარგი სპორტსმენის ვასო ჩოჩ­აშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპლიკურ ტურნირში. შეჯიბრში, რომელიც ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა 2009-2010-2011და2006-2007-2008 წ. დაბადებულთა შორის, მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების და ქალაქების 250 მონაწილე, მათ შორის ლანჩხუთის სპორ­ტული ცენტრის 8 სპორტსმენი: ბექა ვანაძე (26 კგ), დავით ვანაძე (29 კგ), ამიკო ცეცხლაძე და საბა ღლონტი (ორთავე 48კგ) უმცროს ასაკში; ნიკა ცეცხლაძე (48კგ), გიორგი იაშვილი (48კგ), გიორგი მახარაძე (65კგ) და თამაზ აბაშიძე(80კგ) უფროს ასაკში. მწვრთნელები დავით მჟავია და ვასილ ეზიეშვილი.
უმცროს ასაკში 48კგ. წონით კატე­გორიაში ფინალში ორი ლანჩხუთელი შეხვდა ერთმანეთს ამიკო ცეცხლაძე და საბა ღლონტი, რომლებმაც ფინალამდე 3-3 შეხვედრა მოიგეს, ფინალში კი ამიკომ გაიმარჯვა და ოქროს მედალიც მას ერგო, საბას კი _ ვერცხლი. უფროს ასაკში ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი მახარაძემ (65კგ), ის ოქროსაც იმსახურებდა, მაგრამ მაგიდის მსაჯის არა სწორი გადაწყვეტილების წყალ­ობით დამარცხდა. ამ ასაკში ბრინჯაოს მედლები ნიკა ცეცხლაძემ (48კგ) და გიორგი იაშვილმა (48კგ) მოიპოვეს. კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა 80კგ. წონით კატეგორიაში თამაზ აბაშიძეს, მაგრამ შეხვედრას, რომლის პირველი პერიოდი 1:0 მოიგო, მეორე პერიოდში დაღლ­ილობა დაეტყო და მინიმალური სხვა­ობით დამარცხდა, მაგრამ, არა უშავს, მან შეჯიბრებამდე 2 კვირა ვერ შეძლო ვარჯიში ავადმყოფობის გამო და მისთვის ბრინჯაოს მედლისათვის ბრძო­ლაშიც მონაწილეობაც დამაკმაყოფილებელია. ის შემდგომში აუცილებლად შეძლებს წარმატების მიღწევას. ვულოცავ ჩვენს ბიჭებს წარმატებას!

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 125
FACEBOOK კომენტარები