2020 - წლის 8-9 ოქტომბერს ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარდა როსტომ აბაშიძის, სამგზის მსოფლიო ჩემპიონის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე მონაწილემ.
71-კგ. წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრა იჭიდავა აჭარის სახელით მოასპარეზე ლანჩხუთელმა ლუკა ლომაძემ. მან ურთულეს ორთაბრძოლებში დაამარცხა ყველა მეტოქე და გახდა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას ლუკა ლომაძეს, მოქმედ მწვრთნელს, ,,მამას,~ გოჩა ლომაძეს; მოქმედ მწვრთნელს, მინდია შაინიძეს, აჭარის ნაკრების მთავარ მწვრთნელს უჩა შავაძეს და სრულიად საქართველოს, უდიდესი მადლობა აჭარას და აჭარის მწვრთნელებს, ეს გამარჯვება პირადად მათი დამსახურებაა.
ლუკა ლომაძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია!
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 607