ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მიშა ჯაფარიძე:,,თუ აქამდე ფრთხილი ვიყავით და ვერ ვამბობდით დარწმუნებით, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო სეზონიდან კლუბი მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს!“

მიშა ჯაფარიძე:,,თუ აქამდე ფრთხილი ვიყავით და ვერ ვამბობდით დარწმუნებით, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო სეზონიდან კლუბი მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს!“
30-09-2022, 11:39

2022 წლის 22 ივლისს ჩატარებუ­ლი ელექტრონული აუქციონის შედე­გად შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლან­ჩხუთის გურია“ 100 % წილის პირო­ბებით გადაეცა აუქციონში გამარჯვებულ შპს ,,ჯი ბი არ“-ს. აუქციონზე შე­ძენ­ილი ქონების ფასმა წარმოადგინა 37 400 (ოცდაჩვიდმეტი ათას ოთხ­ასი)ლარი. მყიდველი ვალდებულია მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დახარჯოს მინიმუმ 200 000 ლარი, აიღოს პასუხისმგებლობა წარმოშობ­ილი კრედიტორულ დავალიანებაზე და ამა წლის 31 დეკებრამდე გადაიხადოს 359 650(სამას ორმოცდაცხრამე­ტი­ათას ექვსას ორმოცდაათი)ლარი. ასე­ვე, მყიდველმა უნდა უზრუნველყოს 3(სა­მი) წლის განმა­ვლობაში ყოველწლიურად არანაკლებ 700 00(შვიდასი ათასი) ლარის ოდენობით ინვესტირება (არ იგუ­ლის­ხმება ა(ა)იპ ,,ფეხბურთის განვითა­რების ფონდი“-დან სახელმ­წიფო პროგრამით გამოყოფილი თანხები). ეს თანხა მათ უნდა გახარჯონ ორ ნაწილად: პირველი ეტაპი მინიმუმ 350 000 ლარი 1 ივლისამდე და მეორე ეტაპი მინიმუმ 350 000 ლარი 31 დეკემბრამდე. ფინანსური ვა­ლ­დე­ბულებები ძირითადად ესენია, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ასევე, მყიდველი ვალდებულია ხელი შეუწყოს ფეხბ­ურთის პოპულარიზაციას და განვი­თარებას, დააფინანსოს ახალგაზრდუ­ლი ჯგუფები და გუნდები, მწვრ­თნელები და მომსახურე პერსონალი. არის სხვა ბევრი პუნქტი, რომელთაც სხვა დროს გაგა­ც­ნობთ თუ საჭიროება მოითხოვს.  ზემოთ­ხსენებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილ­ობით გაფ­რთხილებას, რომელშიც მიეთი­თება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. ხელშეკ­რუ­ლე­ბით გათვალისწინებული პირობების გან­მეორებით  შეუსრულებლობის შემთხ­ვევა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად და მყიდველი ვალდებულია 100% წილი ყოველგვარი დავალიანების გარეშე დაუბრუნოს გამყიდველს, ანუ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას. ,,ჰო და არა“ აუცილებლად მიადევნებს თვალს ამ პირობების შესრულება-არ­შე­ს­რულების პროცესს და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
როგორც ხედავთ, მართალია კოლოსარ­ულ თანხებზე და ვალდებულებებზე არ არის საუბარი, მაგრამ გუნდის ფუნქცი­ონირე­ბისთვის, ლიგა2-ში გადასვლაზე ფიქრისთვის სავსებით საკმარისია, თუ რა თქმა უნდა შესრულდა პირობები, მაგრამ, აქ საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ  სპორტულ შედეგებზე არაფერია ნათქვამი ხელშეკრულებაში. მარტივად რომ ავხსნათ, ,,გურია“ სულაც რომ გა­ვარდეს ლიგა3-იდანაც, კლუბის მფლობე­ლებს ოფიციალურად ვერავინ მოს­თხოვს პასუხს. ,,ჰო და არა” გასულ ნომ­რებშიც წერდა და განვმეორდებით, ,,გურია“ თავი­სი ისტორიიდან და ტრადიციიდან გამომდინარე არის განსაკუთრებული კლუბი საქართველოში, ხოლო მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და სათამაშო ფორმა არის ძალზედ სავალალო. ერთადერთი ნათელი წერტილი არის დავით ყიფიანის სახელობის თასი, სადაც ,,გურიამ“ მეოთხედ­ფინალს უწია და სტუმრად გადის ,,ლო­კომოტივი 2“-თან, გამარჯვების შემთხ­ვევაში უკვე სახლში ვუმასპინძლებთ შემ­დეგ მეტოქეს. მართალია თასზე ჩვენებ­ურებს ჯერ ძლიერი მეტოქე არ შეხვედ­რიათ, მაგრამ თუ ნახევარფინალში გავე­დით, ეს უდიდესი მიღწევა იქნება. რაც შეეხება ლიგა3-ის მიმდინარე სე­ზონს, გასავარდნ ზონას 7 ქულით დავაღწიეთ თავი, ხოლო ლიგა2-ში გადასასვლელი პლეი­ოფის ზონას 11 ქულით ჩამოვრ­ჩებით. პარასკევს 30 სექტემბერს ევ­გრაფი შევარდნაძეზე უშუალო მეტოქეს ,,ირაოს“ ვმასპინძ­ლობთ (იყო დრო არწი­ვებს ვეთამა­შებ­ოდით, რას ვიზამთ)15:30 საათზე და იმედია სამ ქულას ჩაიწერს აქტივში ,,გურია“. წინა ნომრებში საკმარისად დავწერეთ კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, სიჩუმეზე, ,,ხელების დაბანაზე“, ყოველ წელიწადს გაუარესებულ შედეგებზე და აღარ შეგაწყენთ თავს. მესამე წელიწადია ბიზნესმენი მიშა ჯაფარიძე და მისი ბიზნესპარტნიორები ხელმძღვანელობენ ,,გურიას“, ჯერ იყო და დროებითი მართვით, ახლა უკვე 100% წილის მმართველებია. ,,ჰო და არამ” გადაწყვიტა კითხვებით უშუალოდ მიშა ჯაფარიძესთვის მიემართა, ასევე მოგვესმინა მისგან სამომავლო გეგმების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ეს მისი პირველი ინტერვიუა ამ სამი სეზონის გან­მავლობაში.
_ ბატონო მიშა, გაეცანით საზოგადოებას და გვითხარით, როდის, რატომ გადაწყვიტეთ ,,გურიაში“ მოსვლა?
_ მე ვარ მიშა ჯაფარიძე, ბიზნესმენი. ფეხბურთზე და განსაკუთრებით ,,გურიაზე“ უზომოდ შეყვარებული ადამიანი, ჩემი პირველი საფეხბურთო სენტიმენტები სწ­ორედ ამ გუნდს უკავშირდება. მაშინდელმა ,,გურიამ“ შემაყვარა ფეხბურთის ყურება. ჩვენ მოვედით 2020 წლის აპრილში, ვიყიდეთ რა კახა ებრალიძის კუთვნილი კომპანია ,,ბლექსი ჯგუფი“, რომელიც გახლდათ ,,გურიას“ დროე­ბ­ი­თი მმართველი. თავს არ ვიმ­ართლებ, მაგრამ ძალიან მძიმე პერიოდი დაემთხვა, პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, სპ­ორ­ტული ღონისძიებების შეფე­რხება და ა.შ. თანაც მაშინ არ ვიცოდით ჩვენი მომავალი კლუბში, როგორც იცით მხო­ლოდ ორიოდე თვის წინ ჩატარებული ელექტრონული აუქციონის მოგების შემდეგ გავ­ხდით 100% წილის მფლობელ­ები, რა თქმა უნდა, თავისი ფინანსური და სპორტული ვალდებულებების მიხედვით.
_ 2 წლის წინ მაშინ­დელი სპორტული დირექტორი, გიგა სურმავა საკმაოდ ფრ­თხილი იყო სამომავლო გეგმებთან და­კავშირებით. პირდაპირ გეტყვით, გულშ­ემატკივარი ძალიან გაბრაზებულია ,,გუ­რიას“ შედეგების  გამო. ახლა, რას იტყვ­ით, როცა უკვე კლუბი თქვენია?
_ როგორც უკვე მოგახსენეთ, მაშინ ჩვენი სამომავლო სტატუსი ,,გურიაში“ ბოლომდე გარკვეული არ იყო, მიუხედა­ვად ამისა ცდა არ დაგვიკლია, თუ ფინან­სურად, თუ სპორტულად, თუმცა სამწუ­ხაროდ მაღალ შედეგებზე ვერ გავედით. შესა­ბამისად აბსოლუტურად სწორი იყო გიგა, როდესაც გრანდიოზულ გეგმებზე ვერ საუბრობდა, მაგრამ, თუ აქამდე ფრთხილი ვიყავით და ვერ ვამბობდით დარწმუნებით, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო სეზონიდან კლუბი მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს! საამისო სტატუსიც გვაქვს, რესურსიც, მორალური და სპორტული ვალდებულება. უკვე მომავალი სეზონიდა­ნვე ჩვენი მიზანი იქნება ჯერ ლიგა2-ში დაბრუნება, შემდგომ ეროვნულ ლიგაში. მერწმუნეთ, ამისთვის ყველაფერს გავა­კეთებთ. ბევრი რამ არის დასახვეწი და შესაცვლელი, ბევრი დასაკვირვებელი. ყვე­ლა ფეხბურთელს აქვს შანსი დაამტკიცოს, რომ ღირსია ,,გურიაში“ ასპარეზობის, მჯერა თითოეული მათგანის მონდომების და სულისკვეთების. ვნახოთ, ვინ როგორ და რას დაამტკიცებს. დროა ,,გურიამ“ ჩვენი ხელმძღვანელობით თავი­სი სათქმელი თქვას.
_ უკვე ორი წელია ადგილობრივ მედიასთან და გულშემატკივართან პირდაპირი კავშირი და შეხვედრა არ გქონიათ. ვფიქრობ, ,,გურიაში“ მიმდინარე პროცესები მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს, გულშემატკივარმა უნდა იცოდეს რა ხდება კლუბის ირგვლივ...
_ ეს შექმნილი უხერხულობა ვფიქრობ ორმხრივია. ორივე მხ­არეს მართებდა და მართებს მეტი აქტიურობა. ჩვენის მხრივ, ვაფიქ­სირებ ღიად, რომ ამ ხარვეზს გამოვასწორებთ და კომუნიკაცია აუცილებლად იქნება. თქვენ პირ­ველი ჟურნალისტი ხართ ლანჩ­ხუ­თიდან, ვინც ამ დროის განმავ­ლობაში დამიკავშირდა, ყოველთვის მზად ვარ კითხვებს ვუპასუხო. ადრეც გვქონდა სურ­ვილი და მცდელობა, მაგრამ ახლა დარწმუნებით გეტყვით, რომ ოქტომბრის პირველ ნახევარში შევხვდებით ადგილობრივ მედიასა და გულშემატკივარს. ვუპა­სუხებთ მათ ყველა შეკითხვას და ვისა­უბრებთ სამომავლო გეგმებზე. პროცესი იქნება ძალიან გამჭი­რვალე და ღია, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ერთად უნდა დავუბრუნოთ ,,გურიას“ დიდება. სხვათა შორის 12 ოქტომბერს ,,გურიას“ აქვს უმნიშვნელოვანესი სათასო შეხვე­დრა ,,ლოკომოტივი 2“-თან და წარმატების შემთხვე­ვაში არც მეტი, არც ნაკლები ნახევარფინალის საგზურს მოვიპ­ოვებთ. კარგი იქნება მედია და გულშემატკივარი თუ დაიტერესდება ამ მატჩით.
_ ელექტრონული აუქციონის პირობები, რომელსაც საბოლოოდ დაეთანხმეთ და ხელი მოაწერეთ, თქვენთვის რამდენადმე მიუღებელი ხომ არ ყოფილა?
_ არა, სავსებით მისაღები ფინა­ნსური ვალდებულებებია.ჩვენ კარ­გად ვაცნობიერებთ თუ რა თან­ხებია საჭირო სერიოზული მიზნ­ების მისაღწევად. იქ ვალია გადა­სახდელი, იქ ფეხბურთელების შეძენა, იქ პირობები, მოკლედ დიდი გამოწვევებია და ბუნებრივია ეს მინიმალური თანხა აუცილებლად დასახარჯია, თუ საჭირო იქნება მეტსაც გავაკეთებთ, ვნახოთ. სხვათა შორის, უკვე ვმუშაობთ ამ თემაზე და უნდა მოგახსენოთ, რომ უკვე თებერვალ-მარტში გვინდა კლუბი სააქციო საზოგადოებად გადავა­ქციოთ. იქნება ბევრი აქცი­ონერი და ყველა მათგანს შეეძ­ლება თავისი წვლილი შეიტანოს გუნდის განვითა­რებაში. რაზეც ვისაუბრე ამ ყველაფერში სწორედ რომ აუცი­ლებელია ადგილობრივი გულშემა­ტკივარის და მედიის ჩართულობა. 
_ საინფორმაციო მხარდაჭერა ექნება კლუბს რა თქმა უნდა, მაგ­რამ იქნება კარგი შედეგი, იქნება კარგი პრესა, იქნება ცუდი შედეგი, იქნება ცუდი პრესა...
_ რა თქმა უნდა. ჩვენ მზად ვართ კრიტიკისთვის, შენიშვნ­ების­თვის, მსჯელობისთვის, მაგრამ ხანდახან მცირე მხარდაჭერაც კი მნიშვნელო­ვანია ფეხბურთელების­თვის, როცა რაღაც პოზიტივი ხდ­ება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა კრიტიკა, შენიშვნა ნაკლებად დავიმსახუროთ, ასევე დიდი იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივარი გაა­ქტიურდება და გვერდით დაგვი­დგება. იქნება ხშირი შეხვედრები, საუბრები ყველა დაინტერესებულ პირთან, მზად ვართ აქტიური კო­მუნიკაციისთვის, მთავარია ინტე­რესი იყოს. კარგად ვხდებით, რომ სპორტული შედეგები გამოსასწორებელია და თან საჩქაროდ. გვ­აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ვიმედოვნებთ ყველაფრის უკეთეს­ობისკენ შეცვლას. 

       თორნიკე ჯიჯიეშვილი       

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 367
FACEBOOK კომენტარები