ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მსოფლიო თასის სერია ქართველებმა სამი მედლით გახსნეს

მსოფლიო თასის სერია ქართველებმა სამი  მედლით გახსნეს
3-06-2022, 11:20

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკ­რებმა წარმატებით იასპარეზა თურქულ სარიგერმეში, მსოფლიოს სერიის პირველ ტურნირში: ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა გუნდმა სამივე სინჯის თითო მედალი ანუ ჯამში 3 ჯილდო მოიპოვა. ჩემპიონი ნიკა კენჭაძე გახდა 80 კილოგრამში, ლევან ქე­ლეხსაშვილმა (70) მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო ბრინჯაო მამუკა კორძ­აიამ (+90) მოიპოვა.
როგორც გითხარით, ეს იყო მსოფლიოს სერიის პირველი ტურნირი. მეორე ანალ­ოგიურ შეჯიბრებას 18-19 ივნისს ესპანური სანხენხო უმასპინძლებს, მესამეს 1-2 ივლისს ფრანგული ნიცა, ხოლო მეოთხე ეტაპი ბერძნულ კატერინში 9-10 ივლისს გაიმართება. ფინალი შარშანდელის მსგავ­სად ამჯერადაც შავი ზღვისპირეთში ჩატა­რდება - მას 3-4 სექტემბერს რუმინულ კონსტანტა უმასპინძლებს.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 351
FACEBOOK კომენტარები