ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მორიგი წარმატება

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მორიგი წარმატება
19-11-2021, 12:33

14-16 ნოემბერი. ხაშური. რესპუბლიკური ტურნირი. ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ბერძნულ-რომაულ სტილის ჭაბუკთა უმცროსი და უფროსი ასაკის მოჭიდავეებმა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. უფროს ასაკში, 60კგ.წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ოთიკო ჯანელიძე. მან ხუთი შეხვედრა ჩაატარა,  ხუთივე ძლიერ მეტ­ოქესთან. ანგარიში _8:0. ამ გამარჯვებით ჯანელიძემ უფლება მოიპოვა საქართველოს  ნაკრების სახელით იასპარეზოს საერთაშორისო ტურნი­რზე, რომელიც გაიმართება უკრაინაში, ქ. ხარკოვში, იანვრის დასაწყისში. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: უფროს ასაკში, 60კგ-ში გიორგი მახარაძემ, რომელმაც ხუთიდან მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო. ოთხი შეხვედრა კი აშკარა უპირატესობით, პირველივე პერიოდში მოიგო. უმცროს ასაკში, 26კგ-ში დავით ვანაძემ და 41კგ-ში, ნიკა ცეცხლაძემ, რომლებმაც ოთხ-ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ფინალში გადასასვლელი შეხვედრა დათმეს. კიდევ ოთხ მოჭიდავეს ჰქონდა შანსი ბრინჯაოს მედლის აღების: უფროს ასაკში-თამაზ აბაშიძეს, რომელიც ერთკვირიანი ავადმყოფობის გამო ვერ იყო სასურველ ფორმაში, უმცროს ასაკში- ბექა ვანაძეს, გიორგი იაშვილს და ამიკო ცეცხლაძეს, რომლებმაც დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური სხვაობით წააგეს. გუნდი შეჯიბრებისთვის მოამზადეს დავით მჟავიამ და ვასილ ეზეიშვილმა.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 97
FACEBOOK კომენტარები