კახა გოგიჩაიშვილმადა მისმა შტაბმა კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დათქმული პირობა ვერ შეასრულა (აუცილებელი გამარჯვება "საბურთალოსთან" 20 სექტემბერის მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა), რაც იმას ნიშნავს რომ "გურიას" მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება. მანამდე კი, "გურიას" ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებას გაეცანით:"გურიას" მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო, დათხოვნილნი არიან გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი და მისი სამწვრთნელო შტაბი. ასევე, 30%-ით დაჯარიმდნენ კლუბის დირექტორატის წევრები - სპორტულ დირექტორს არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგის, ფინანსურ დირექტორს - ფინანსური სანქციების არგატარების, ხოლო აღმასრულებელ დირექტორს არაორგანიზებულობის გამო, დაექვითებათ 10-10 დღის ხელფასი. მათ მიეცათ ბოლო გაფრთხილება და თუ წარუმატებლობა გაგრძელდება, ისინიც დათხოვნილები იქნებიან".
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0