ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ზაზა ურუშაძემ `გურიას~ მთავარ მწვრთნელს ყვითელი ბარათი უჩვენა!

ზაზა ურუშაძემ `გურიას~ მთავარ მწვრთნელს ყვითელი ბარათი უჩვენა!
18-09-2015, 00:00

მატჩის დასრულებისთანავე ერთ-ერთ სპორტულ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „გურიადან‘‘ მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი დაითხოვეს, რაც კლუბის ოფიციალური გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სინამდვილეს არ შეესაბამება _ მთლიანი სამწვრთნელო შტაბი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.თუმცა `ჰო და არას~ ინფორმაციით, `გურიას~ წარუმატებელი ასპარეზობის გამო სამწვრთნელო შტაბმა გაფრთხილება და ბოლო შანსი მიიღო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ამავდროულად საფეხბურთო კლუბ `გურიას~ პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე აცხადებს, რომ თუ გუნდის წარუმატებლობა გაგრძელდება, მოხდება ცვლილებები. „გუნდის თამაშის ხარისხითა და შედეგით უკმაყოფილოები ვართ. არადა, „გურიაზე‘‘ უკეთესი პირობები ბევრს არ ექნება. გუნდს მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ. ჩვენ არ ვერევით მწვრთნელის კომპენტენციაში, მას სრული თავისუფლება ჰქონდა და აქვს როგორც გუნდის დაკომპლექტებისას, ასევე ყველაფერში, რაც დაკავშირებულია საწვრთნელ პროცესთან. თუ შემდეგ ტურში, „საბურთალოსთან‘‘ წარუმატებლობა გაგრძელდა, სამწვრთნელო შტაბს მთლიანად დავემშვიდობებით და დადგება დირექტორების პასუხისმგებლობის საკი-თხიც‘‘ – აცხადებს ზაზა ურუშაძე.ჩვენის მხრივ, დავძენთ, რომ `გურია~, რომელიც 4 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება, მორიგ მატჩს ჩემპიონატის დებიუტანტ და ერთ-ერთ ლიდერ `საბურთალოსთან~ 20 სექტემბერს საკუთარ მოედანზე გამართავს.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა