ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მერაბ ჟორდანია: ეს არ არის მუქარა, ლანჩხუთს არ დავთმობ!

მერაბ ჟორდანია: ეს არ არის მუქარა, ლანჩხუთს არ დავთმობ!
4-09-2015, 00:00

დაესწრო ქართული ფეხბურთის მესაჭედ მეორედ დაბრუნების მოსურნე მერაბ ჟორდანია, რომელიც სფფ-ის პრეზიდეტობის დროსაც არ მალავდა, რომ მშობლიურ „გურიას“ გამორჩეულად გულშემატკივრობდა. `ჰო და არამ~ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა მერაბ ჟორდანიასთან: _ ბატონო მერაბ, გახსოვთ, ამ სტადიონზე კიევის „დინამოს“ რომ მოუგეთ და ქომაგი მაინც უკმაყოფილო დარჩა? _ (იცინის) კარგი მახსოვრობა გქონია. 1987 წელია, კიევის „დინამოს“ ვეთამაშებით და უკვე საწყის 20 წუთში 2:0 მიგვყვავს ანგარიში. საბოლოოდ, 2:1 მოვიგეთ და გამოვვარდით, რადგან კიევში 0:2 გვქონდა წაგებული. გასახდელისკენ მივდივართ და ერთ-ერთი ქომაგი გამოეყო სხვებს: ჟორდანია, უმაღლესი ლიგა არ გინდათ, კარგი, მაგრამ თასიც გაყიდეთ? თან იმ კიევის „დინამოზეა“ საუბარი, წინა სეზონში ევროთასი რომ მოიპოვა. _ ლანჩხუთზე ნაწყენი ხომ არ ხართ? _ არანაირად, მათ მხარდაჭერას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. _ რა გადაწყვიტეთ არჩევნებთან დაკავშირებით? _ ჯერ კიდევ არ მაქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი, დავაყენებ თუ არა კანდიდატურას, მექნება შეხვედრები და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. თუმცა აქედანვე შემიძლია ერთი რამე ვთქვა _ გურიის ხმას არ დავთმობ. ეს არ არის არანაირი მუქარა, ან გაღიზიანებული ტონი, უბრალოდ, მე არ ვიქნები მართლი ჩემს ლანჩხუთელებთან, რომ ეს დავთმო. ორი კვირის წინ ვიყავი აქ და ახლაც მხოლოდ სიყვარულს ვიღებ აქაურებისგან. უბრალოდ, არაკორექტულია, რომ რომელიმე კანდიდატი ხმას ითხოვს ლანჩხუთიდან _ მაქვს პრეტენზია, რომ თუკი ვინმეს ეკუთვნის ხმა აქედან, ეს მე ვარ. _ ბოლოს ხომ არ გქონიათ კონტაქტი გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან? _ კახა ებრალიძე არის წესიერი ახალგაზრდა კაცი, მასზე ბევრი კარგი გავიგე, კარგი რაღაცებიც გაუკეთებია. ერთი წუთითაც არ ვარ მასზე ნაწყენი, მას სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს. ახლა აქ რომ არ არის და ასეთ სიტუაციაში ჩააგდეს ეს ახალგაზრდა კაცი, ამას არავის ვაპატიებ და ამის გამოც არ დავთმობ გურიას. ¬_ დღეს უნდა შეხვედროდით კახა ებრალიძეს? _ არა, დღეს არ გვქონდა დაგეგმილი შეხვედრა. თბილისში შევხვდით, საკმაოდ ვისაუბრეთ. ვინც ასეთ სიტუაციაში ჩააგდო, ისინი არიან დამნაშავეები. ასე არ შეიძლება! ეს მათთვისაც არ არის კარგი. ერთ მხარეს ფედერაციაა, მეორე მხარეს, შესაძლოა, მთავრობა, მაგრამ ყველას ვაფრთხილებ: გურიის ხმას არ დავთმობ _ ან მე მივიღებ, ან არავინ. ამაზე პრეტენზია ნამდვილად მექნება, რა მხარდაჭერასაც აქ ვხედავ. თუნდაც ჩემი გურულების გამოც არ დავთმობ...

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა