და აცხადებს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. “არ მინდოდა კომენტარი, თამაშის დასრულებისთანავე, ცხელ გულზე გამეკეთებინა, ვნახე ვიდეო–ჩანაწერიც და დავასკვენი, რომ უბრალოდ, ამის მოთმენა აღარ შეიძლება. მსაჯმა აშკარად წაგვართვა მოგების შანსი და საბოლოოდ, საერთოდ უქულოდაც დავრჩით. ჩვენი კლუბის გვერდზე გავავრცელეთ ჩანაწერი, სადაც აშკარად ჩანს, რომ 81–ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, არ დაგვინიშნა აშკარა 11–მეტრიანი, რამაც, რა თქმა უნდა, მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა. შეცდომისგან დაზღვეული არავინ ვართ და მსაჯიც შეცდება, მაგრამ რასაც ეს ადამიანი 60–ე წუთიდან აკეთებდა, ეს გახლდათ მიზანმიმართული ქმედება და ლოგიკური დასასრული იყო არდანიშნული პენალტი. თამაშს რომ ვუყურებდი, მქონდა შთაბეჭდილება, რომ მანამ არ დაასრულებდა თამაშს, სანამ არ გაგვიტანდნენ“ _ აცხადებს ზაზა ურუშაძე. მისივე თქმით, ასეთი მსაჯობის გამო ვერ ვითარდება ქართული ფეხბურთი: “თუ გვინდა, რომ წინსვლა გვქონდეს ეროვნულ ჩემპიონატში, მსაჯობიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ ფეხბურთი ვითამაშოთ, თუ მსაჯებთან ურთიერთობები ვალაგოთ? ამას ჩვენი კლუბი არ აპირებს და მივმართავ ყველას, ვისაცეს ეს ეხება, მიაქციოს ყურადღება. ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს, თორემ რა გამოდის? ყველა ხედავს, რამდენს ვწვალობთ და ისე გამოდის, მსაჯის ერთი ჩასტვენის გამო წყალში გვეყრება ყველაფერი. კლუბი აუცილებლად მიმართავს ფედერაციას ოფიციალურად, რომ რეაგირება მოხდეს ამ ფაქტზე, თორემ ასეთი მსაჯობის გამო თუ არავინ დაისაჯა, იგივე გაგრძელდება. როცა მსაჯი იქვე დგას და აშკარა დარღვევას ვერ ხედავს, ეს ჩემთვის გაუგებარია. ისევე, როგორც წინა სეზონის ბოლოს ბათუმის „დინამოსთან“ მოხდა _ დარღვევა ვერ შენიშნო, ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ არარსებული ჯარიმა მოიგონო და სუფთა გოლი გააუქმო, ეს რა არის? ჩვენ მოვამზადებთ ვიდეო–კოლაჟს, სადაც ის შემთხვევები იქნება შეყვანილი, როცა „გურია“ მსაჯების გამო დაზარალდა“ _ დასძენს მუნიციპალიტეტისა და კლუბის თავკაცი.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0