“რატომ მოხდა ასე? ბევრი არგუმენტის მოყვანა შეიძლება. დავიწყოთ პოლიტიკური მომენტებით, რაც იმას უკავშირდება, რომ ბევრი წლის წინ ქართულ კლუბებს პოლიტიკის გამო ხშირად ვეთამაშებოდით და დავამთავროთ მინდვრის საფარის საშინელი მდგომარეობით. ვერ წარმომიდგენია, ღმერთმა არ ქნას, თუ ლოკომოტივი ევროპალიგაში გავა, ასეთ მოედანზე უნდა ჩაატარონ მატჩები? უეფა სად იყურება?”
რუსი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო მოსკოვის დინამოს მარცხის სირცხვილად შერაცხვა: “არ მინდა იმაზე ლაპარაკი, რომ ეს სირცხვილია და ა.შ. ამ მატჩით ჩანს, რომ დინამო მოსკოვი მზად არ იყო სერიოზული თამაშისთვის. მიზეზი ჩვენს ფეხბურთშია. რუსული კლუბები მზად არიან, ძვირადღირებული მოთამაშეები იყიდონ და დიდი ფული იხადონ, მაგრამ ტოლსწორად ასეთ მოწინააღმდეგესაც ვერ ეთამაშებიან. გავიმეორებ: მიზეზები თბილისურ კლუბში კი არა, რუსეთის პრემიერლიგაში უნდა ვეძებოთ.”
შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის დინამო 2:1 დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდი მომდევნო ეტაპზე ესპანურ გრანადას შეხვდება. მატჩი 28 სექტემბერს გაიმართება.
რუსი დეპუტატი: ღმერთმა არ ქნას, თბილისელები ჯგუფში გავიდნენ, უეფა სად იყურება?
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 962