ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩზე დასწრება დღეიდან შეეძლებათ!

31-07-2020, 15:22

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციების მიხედვით, სტადიონზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ იყოს ორი თავისუფალი ადგილი, იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს. ამას გარდა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა.
 ლანჩხუთელ გულშემატკივარს კი შესაძლებლობა ექნება   „გურულ დერბში“ - "გურია" - "ბახმარო" უგულშემატკივროს საკუთარ გუნდს. მატჩი 10 აგვისტოს, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე 17:30 წუთზე გაიმართება. 
 შეგახსენებთ რომ  ს.კ „გურია“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ში ასპარეზობს და ამჟამად, 1 მოგებითა და 1 წაგებით ცხრილში VI  ადგილზე იმყოფება. III ტურის მატჩს კი  3 აგვისტოს, საგარეჯოში, არსენ მეკოკიშვილის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივ „გარეჯი“-თან გამართავს. ხოლო 10 აგვისტოს, IV ტურის მატჩს „გურია“ საკუთარ კედლებში ს.კ „ბახმაროს“ წინააღმდეგ გამართავს.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 50
FACEBOOK კომენტარები