ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

"გურია" ბოტი გოა დემელს იმატებს!!!

"გურია" ბოტი გოა დემელს იმატებს!!!
7-08-2015, 00:00

მობურთალის სრული სახელი და გვარია _ ბოტი გოა ტიროლენ ორფი დემელი. მას ქართულ კლუბშიც უთამაშია _ `ზესტაფონის~ ღირსებას იმ სეზონში იცავდა, როცა მოქმედი ჩემპიონი სათასო ბატალიებიდან პირველლიგელმა `გურიამ~ გამოთიშა. ბოტის ისეთ სახელოვან გუნდშიც აქვს ნათამაშები, როგორიც არის ლისაბონის `ბენფიკა~. როგორც გავიგეთ, ლეგიონერს ლანჩხუთში დღეს (პარასკევს) ელიან და შესაძლოა, დღესვე ითამაშოს `გურიას~ რიგებში ხონის `იმერეთის~ წინააღმდეგ _ ეს მატჩი 8 აგვისტოს ნაცვლად წინადღეს გადმოიტანეს და `ევგრაფი შევარდნაძეზე~ საღამოს 6-ზე დაიწყება. ბოტი გოა დემელის ინტერვიუდან:   - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ნაკრები საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევს ფეხბურთში, ადგილობრივი ჩემპიონატი მაღალი დონის მაინც არ არის, ამიტომ ყველა მოთამაშე ცდილობს საკლუბო დონეზე კარიერა ევროპის ქვეყანაში გაიკეთოს. სიმართლე გითხრათ, ევროპაში კარიერისთვის არ წავსულვარ, უბრალოდ, დედა საფრანგეთში მუშაობდა და 18 წლის რომ გავხდი, მეც მასთან წავედი საცხოვრებლად. საფრანგეთშიც მოყვარულის დონეზე ვაგრძელებდი თამაშს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ტალანტი და ყველა მონაცემი მქონდა იმისათვის, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მალე ჩემით ადგილობრივი კლუბი `Vირყ-ჩჰâტილლონ~ დაინტერესდა. თავიდან უხელფასოდ ვთამაშობდი, ჩემთვის მაშინ მთავარი იყო, რომ საკუთარი შესაძლებლებები გამომევლინა. პირველივე სეზონზე გავხდი რეგიონული ჩემპიონატის ბომბარდირი, რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ ინტერესი ამის შემდეგ გაიზარდა. კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ არ ვიჩქარე ხელის მოწერა, უკვე მენეჯერიც მყავდა და რადგანაც ლიგაში მაღალ საფეხურზე მოასპარეზე გუნდი დაინტერესდა ჩემით, საბოლოოდ ამ კლუბში ყოფნაზე უარი ვთქვი. გადავედი `კრეტეიში~ (2006–2007 წ.წ.). ამის შემდეგ პორტუგალიაში, `ბენფიკას~ აკადემიაში წასვლა გადავწყვიტე. ვვარჯიშობდი `ბენფიკას~ ძირითად შემადგენლობასთან ერთად, თამაშით კი დუბლებში ვთამაშობდი. ერთი სეზონის შემდეგ ძირითადში უნდა გადავსულიყავი. რამდენიმე თვე ვერ ვითამაშე, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და საფრანგეთში წავედი სამკურნალოდ. პორტუგალიაში დაბრუნებულმა `ბენფიკასა~ და `სპორტინგის~ დაპირისპირებაში მივიღე მონაწილეობა, უკვე ძირითად გუნდში ვთამაშობდი, ის მატჩი 3-2 მოვიგეთ. ერთი გოლი გავიტანე და ორი საგოლე პასი მივეცი. რის შემდეგაც უკვე კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ ჩემ აგენტს არ სურდა მეჩქარა, რადგან შესაძლებელი იყო კიდევ უკეთეს გუნდში გავეყიდე. ამიტომ კონტრაქტის გარეშე ვაგრძელებდი გუნდში თამაშს. `ბენფიკა~ (2007–2008 წ.წ.) მაშინ არ იყო კარგ ადგილას ჩემპიონატში, გუნდშიც ფინანსური პრობლემები იყო, ამიტომ სეზონის დამთავრებამდე კლუბის პრეზიდენტმა და ჩემმა აგენტმა გადაწყვიტეს ჩემი სხვა კლუბში გასხვისება, რადგან კარგ სატრანსფერო თანხას სთავაზობდნენ. მაგრამ არ მომეწონა შემოთავაზება, პირობებზეც ვერ შევთანხმდით. მალე ესპანეთის მეორე ლიგაში `ჟირონაში~ (2009 წ.) გადავედი~ _ ამბობს 25 წლის კოტდივუარელი, რომელმაც ბოლოს წლებში `ზესტაფონის~ გარდა სომხეთის, ნორვეგიისა და ყაზახეთის გუნდებში ასპარეზობდა.  

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები