რა გადაარჩენს სოფლის მეურნეობას?!! და როგორცხოვრობდა ლანჩხუთის მოსახლეობა სულ ოცდაათიოდე წლის წინ, როგორია ლანჩხუთი ახლა და რა სიკეთეები შეიძლება მოგვიტანოს კოოპერატივების განვითარებამ გვესაუბრება, ა(ა)იპ `საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე გოგი ურუშაძე.
-ბატონო გოგი, მე მინდა გესაუბროთ სოფლის მეურნეობის სპეციალისტებზე, აგრონომებზე მექანიზატორებზე და ა.შ . როგორი იყო ლანჩხუთი მაშინ, როცა ამ დარგის სპეციალისტები იყო მოთხოვნადი და რა პერსპექტივებს ხედავთ სამომავლოდ ამ კუთხით?
- დავამთავრე, სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა ფაკულტეტი, სპეციალობით ვარ აგრონომი. მეამაყება, ისეთ პერიოდში მომიწია, სწავლა- განათლების მიღება და ლანჩხუთის რაიონის წამყვან სამსახურებში მუშაობა. ძალიან ახალგაზრდა, დავინიშნე ჩაის ფაბრიკის დირექტორად, შემდეგ კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. 29 წლის ასაკში დავინიშნე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგროპრომის კოპერირებისა და სასურსაოთო, ექსპერიმენტალური პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, სადაც ხელშეკრულებით იწარმოებოდა პროდუქცია, ვაწარმოებდით დიდი რაოდენობით ხორცს, მიმდინარეობდა მოსახლეობაზე შესაფუთი მასალის გაცემა, მარტივი ტიპის ლიმონარიუმისათვის, ეს არ ხდებოდა უფასოდ, შესაბამისი თანხა იყო პირადზე დარიცხული და წლების მანძილზე იხდიდა მოქალაქე , ან კიდევ იმ ნედლეულის ღირებულებიდან, რომელსაც თავად აწარმოებდა, ხდებოდა ამ თანხის დაფარვა. ასე იყო მეცხოველეობაშიც, ვცემდით კომბინირებულ საკვებს, ასვე ვარიგებდით გოჭებს გამოსაზრდელად.
ვინც კოოპერირებაში იყო ჩაბმული, მათ უფასოდ დაუხნავდნენ და დაუთესავდნენ საყანე ფართობებს, თითოეულ სოფელში სამი წარმომადგენელი გვყავდა: ორგანიზატორი, დამამზადებელი და ბუღალტერი. ყოველი თვის ბოლოს მიწევდა ანგარიშწორება სამინისტროსთან, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და როგორც სამინისტროს წარმომადგენელს ისეთივე საშვი მქონდა, რომელიც დღესაც მაქვს შენახული.
1983 წლის დასაწყისში, ამირჩიეს გულიანის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, სადაც დიდი რაოდენობით პროდუქცია იქმნებოდა, წამყვანი იყო ჩაი და ციტრუსი. საკუთარი დანაზოგიდან ავაშენე ჩაის ფაბრიკა, ჩემი სოფლის გარდა, ვღებულობდით და ვამუშავებდით მთელი თემის ჩაის ნედლეულს და ოზურგეთის მოსაზღვრე სოფლებისაც. გვქონდა მაღალი რენტაბელობა, ალბათ წაიკითხავენ და გაიხსენებენ სოფელ გულიანის მაცხოვრებლები, თუ როგორი წარმატებები გვქონდა ჩვენ. გლეხს არ სჭირდებოდა სოფლიდან გასვლა, შემომქონდა სულგუნი, ყველი, კარაქი, შაქარი, ზეთი და სხვა აუცილებელი პროდუქტები რომელთა გადაცვლაც ხდებოდა ჩაის პროდუქციაზე.
-ანუ ამ დროს სოფელი ჰყვაოდა ასე გამოდის?
-არ იფიქროს გაზეთის მკითხველმა , რომ კოლმეურნეობას მივსტირი, დღეს კიდევ უკეთესი საშუალებაა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის, განა ეს ხელისუფლებას არ უნდა? !! მაგრამ არის კატეგორია ხელმძღვანელი თანამდებობის პირების , როგორიც არის სოფლის მეურნეობის სააგენტო, რომლებიც ისე ინიშნებიან, რომ წარმოდგენა არა აქვთ სოფელზე, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აღარ დარჩა ძველი კადრი თუ მხედველობაში არ მივიღებთ, ბატონ თამაზ კუნჭულიას, როცა მოიყრის თავს რაღაც საინტერესო თემები, გავრბივარ და მას ბევრს რამეს ვეკითხები.
მადლიერი ვარ იმ კაცის და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი ისნტიტუტის რექტორი იყო , ბატონ პოპოლეონ ქარქაშაძის.. ამ ცოტა ხნის წინ მეცნიერებათა აკადემიამ მოაწყო შეხვედრა და რატოღაც რაიონიდან ჩემს მეტი არავინ იყო დამსწრეთაგან, შეხვედრა შეხვედრისათვის ასე დამთავრდა იქ, არადა ამ დარგის შველა შეიძლება ძალიან ლამაზად....
-წლები გადის და არაფერი ადგილიდან არ იძვრის სოფლის მეურნეობაში , რას გვეტყვით ვის შეუძლია ამ დარგის შველა?
-ეს საქმე უნდა აკეთოს, ისეთმა ხალხმა ვისაც, უშუალოდ აქვს შეხება სოფლის მეურნეობასთან, სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი აყალიბებდა ამ დარგით, დაინტერესებულ ახალგაზრდობას, ჩვენი რაიონი იყო სოფლის მეუნეობის და არ შემიძლია ყველა ყოფილ რაიკომის მდივანზე ცუდათ ვიმსჯელო, იმათაც აინტერესებდათ ინოვაციური პროექტები. მაგალითისათვის: ამ რამდენიმე წლის წინ სააკაშივილის მთავრობამ მოგვიტანა, ყვითელი სიმინდი და გვითხრა, ასე დათესეთო, ძალიან კარგად ვიცოდით ჩვენ და ჩვენმა სპეცილისტებმა ეს ამბავი, 40 წლის წინ ვთესავდით ჰიბრიდულ თესლებს, პირიქით იქეთ ვასწავლით, თუ ვინმე დაინტერესდება.
-ერთი შეხვედრა მინდა გაგახსენოთ, სადაც ცხარე კამათი იყო შხამ-ქიმიკატებთან დაკავშირებით და თქვენ განაცხადეთ, რომ ამ კითხვას უნდა უპასუხოს სოფ-ქიმიის სპეცილისტებმა, რომელიც საკმაოდ სერიოზული დარგია დღეს კი ამას ყურადღებას არ აქცევს, როგორ ფიქრობთ დადგება თუ არა მსგავსი დარგების აღორძინების აუცილებლობა კვლავ?
-მუშაობად დავიწყე, რიგითი გლეხის პოზიციიდან, მაქვს პირველი საკოლმეურნე შრომის ბარათი, იმის შემდეგ ვიყავი, ბრიგადირი, ლაბორანტი, რაიონის მთავარი აგრონომი, ენტომოლოგი და ა.შ.
მაშინ ციტრუსები 4-5 ჯერ იწამლებოდა,ძლიერი პრეპარატებით, ტარა რომელშიც მოთავსებული იყო შხამქიმიკატი დაუშვებელი იყო ვინმესთვის მიმეცა, ხელი მქონდა მოწერილი, იმის უკან ჩაბარებაზე დღეს ვინ რას შვება არავინ იცის. არ არის ეს ყოველივე ასე.
მკითხველმა ესეც უნდა გაიგოს და იცოდეს, რომ ძალიან კარგია ის შესაწამლი აპარატურები, რომლებიც მეც მინდა შევიძინო, მაგრამ არც ეს ხდება ასე მარტივად.
უნდა ვიფიქროთ კოოპერატივებზე, კოოპერატივი არ ნიშნავს კოლმეურნეობას, თუმცა წესდება თითქმის არ განსხვავდება, ძველი ახლისაგან. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰგონიათ, ისინი აკეთებენ რამეს, ჩვენი პირობებისათვის, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით კოოპერატივს რა შეუძლია, კოოპერატივი შეიძლება მრავალ დარგში განვითარდეს, განა არ აინტერესბს მთავრობას, მაგრამ ის ვისაც რეალურად უნდა აინტერესებდეს: ესენია სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სააგენტო, რომელიც ხელმძღვანელობს, ვაი იმ ხელმძღვანელობას, ეს ხელმძრვანელობა არაა... ამისათვის უნდა ჩამოვიდეს სოფელში, უნდა ჩაატაროს კვლევები და შეისწავლოს. არის სოფლები სადაც შეიძლება ჩაის კულტურა აღდგეს, ზოგან შეიძლება ერთწლიანი კულტურები იქნება უკეთესი და ა>შ.
სოფელში ერთი ან ორი კოოპერატივი აუცილებლად უნდა იყოს, რომელიც იმიტომაა საჭირო, რომ აწარმოებს პიროვნება პროდუქციას და არ იცის მერე სად წაიღოს, ეს პრობლემა აღარ შეექმნება. ორი ფორმით შეიძლება კოოპერატივმა იხელმძღვანელოს, იმხალხთან, რომლებიც სოფლებში დღეს არის დარჩენილი.
ერთი ფორმაა სახელშეკრულებო, მეორეა მისი ნაკვეთი იქნება თუ სხვა ქონება, მთლიანად შევიდეს კოოპერატივში, არავინ არ უნდა იფიქროს, რომ კოოპერატივი ვიმეს რაიმეს ართმევს, ეს იმისათვიაა საჭირო რო ,რომ ჭარბ პროდუქციას მიმართულებას მისცემს.
მე მჯერა, რომ ხვალ-ზეგ მოვა, სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირი, როგორიც გვყავდა ჩვენ ბატონი გურამ მგელაძე, ამ წუთას გვყავს თამაზ კუნჭულია და ბატონი ნაპოლეონ ქარქაშაძე. ჭითანავა იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი ,რომლის ანალოგი მსოფლიოს არ ჰყავს და შევეკითხოთ ამისთანა ხალხს, რომ ვეკითხებით არასამთავრობოებს და ისეთ ხალხს რომელსაც წარმოდგენა არა აქვს სოფლის მეურნეობაზე.
ამიტომ დაინგრა ჩვენი რაიონი სწორედ, 2600 ჰექტარზე იყო ჩაის კულტურა გაშენებული რაიონის მასშტაბით, აქედან 300-400 ჰექტარი არ დარჩა სარეაბილიტაციოდ, არის ფართობები, რომლის ახლად გაშენება უფრო მარტივი იქნება ვიდრე მისი რეაბილიტაცია.
-გახლა გააშენებს ვინმე ჩაის?
-გააშენებს!!! მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ჩაი რომ მომგებიანია, ისეთი არც ერთი კულტურა არაა. დღეს ჩინელი კაცი ჩამოსულია სამეგრელოში და ერთ კილო ნედლეულში 20 ლარს აძლევს, ამ ჩაის ამუშავებს და ჩინეთში მიაქვს, ჩვენმა ხელისუფლებამ, ხომ უნდა გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ, რომ მოგვაქციოს ყურადღება , ჩვენც გავაკეთოთ ყოველივე ეს და ჩვენ გავყიდოთ აქაური პროდუქცია.
ბევრი რამ კეთდებ,ა არ შეიძლება ითქვას რომ სულ არაფერი არ კეთდება, მაგრამ ვინ აკეთებს ამას და იმის უკან ვინ დგას საქმე იმაშია, ამიტომ უკეთესი ისაა, რომ გრანტი იქნება, თუ იაფი სესხი, მიეცეს სოფელს და სოფლის კოოპერატივს, ის გადაწყვეტს რა გააკეთოს მან და თუ არ გააკეთებს თავადვე აგებს პასუხს.
ჩვენ უკვე მისული ვარ კრიზისის უკანასკნელ ფორმასთან, ინიშნებიან ისეთი ადამაინები, რომლებსაც ჯერ არ უკეთებიათ სოფლის საქმე.
თუ ეს ასე არ მოხდა, ძალიან დიდ ხანს მოგვიწევს ამ ქაოსში ცხოვრება.
ჯერ კიდევ შემოგვჩა სოფელში აგრონომები, ჯერ კიდევ შეიძლება ამ ხალხის გამოყენება.
-სასოფლო -სამეურნეო ტექნიკაზე რას იტყვით?
-თბილისში შეიმნა შ.პ.ს ,,მექანიზატორი“ მაგრამ თბილისში ის საჭირო?!!. აღნიშნული ტექნიკა უნდა გადანაწილდეს, სოფლების მიხედვით და სოფლებმა უნდა მოიხმაროს საჭიროებისამებრ, იქ ხარჯის მეტს არაფერს აკეთებენ, ეს ტრაქტორები. შ.პ.ს მექანიზატორში ერთ სპეციალისტს ვერ ნახავთ მექანიზატორს, არიან ეკონომისტები ან იურისტები.
მე მინდა დავამთავრო ასე: როცა კოლმეუნეობიდან წამოვედი და ფაბრიკის დირექტორად გადმომიყვანენ ლანჩხუთში, სამი დღე ღვაწლმოსილი იურისტი ბატონი ილია კეკელიძე წავიყვანე სოფელში და ვამუშავე იმდენი თანხა მქონდა ნარჩენი. კოლმეურნეობის ძირითადი თანხა რომ გავეცი, შემდეგ გავეცი პრემიალური.აგრეთვე მქონდა თანხა, რომელიც მეყოფოდა მომავალ წლამდე ჩაის რეკულტივაციისათვიდ და სხვადასხვა სამუშაოზე, ამის გარდა მქონდა კიდევ გარკვეული თანხა, ნუ მიწყენს ადრინდელი რაიონის ხელმძღვანელები, თუ დაინახავდნენ ანაგარიშზე თანხას, გადაგარიცხვინებდნენ სხვასთან და სხვასთან რომ არ მომხდარიყო ჩემი თანხა, წავიყვანე იურისტი კაცი, ვამუშავე სამი დღე და სესხის სახით გავეცი ჩემს მოსახლეობაზე, უპროცენტოდ. ჩავსვით ათი ოჯახი ახალი სახლის მსენებლობაზე, თხუთმეტი ოჯახი-სამზადი და დამხრე სათავსოები რომ აეშენებინა და ა.შ, სოფელი წყვეტდა ამას, პირველი ხუთი ოჯახი ვინ უნდა ყოფილიყო?!!, ასე რომ ანაზღაურების ყველა ფორმა მქონდა მე სოფელში. წაბრძანდეს ამის წამკითხველი და შეეკითხოს გულიანის მოსახლეობას, თუ ეს ასე არ იყო!!!, ან ერთი კაციც დამისახელოს, წამოსული ვარ, ოცი წელია იმ სოფლიდან, თუ ვინმეს ათი კაპიკი დააკლდა ოდესმე, ჩემი მუშაობის პერიოდში?!!, პირიქით რაც ძირითადი ანაზრაურება ჰქონდა, ერთ იმდენს დამატებით ღებულობდა პრემია- დანამატებით.
-დღევანდელ რეალობაში ხედავთ მსგავს შესაძლებლობას?
მერწმუნეთ, რომ დღეს ცოტა მეტი შრომა მოუწევს ხალხს, გავა წლები და ანალოგიას დავუბრუნდებით, კოოპერატივი არის სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სუკეთესო ფორმა.
როცა რაიმე არ იცი, სხვისთვის შეკითხვა სირცხვილი არ არის, 67 წლის კაცი ვარ და თუ რამე არ ვიცი, ვეკითხები მას ვინც იცის, ამიტომ თუ ვინმე მსგავს საკითხებში ვერ ერკვევა შეგვეკითხოს ვისაც რამე გვიკეთებია, ამ კუთხით.
მოვედი დღემდე, რომ დარჩენილი ცხოვრება კვლავ დავიკავშირო სოფლის მეურნეობას, იყო პერიოდი როცა არ მიმუშავია , მაგრამ დამემოწმება ვიც მიცნობს, ყანაში თოხი მქონდა ხელში და იქ ვმუშაობდი, არც მივაჭრია, არც მაღაზია მქონია არც რესტორანი გამიხსნია, ან ამისთანა სხვა რამე, მე პატივს ვცემ ჩემს პროფესიას და სულ ასე იქნება.
ესაუბრა მაია კუკულაძე
გოგი ურუშაძის თვალით დანახული ლანჩხუთის წარსული და მომავალი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 685