ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

აცანას კიდევ ერთი სალოცავი შეემატა

აცანას კიდევ ერთი სალოცავი შეემატა
13-11-2017, 10:24

შაბათს 11 ნოემბერს, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით სოფელ აცანაში, კვიჭიძეების უბანში იკურთხა წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი. თავდაპირველად ტაძრის მშენებლობას საფუძველი ძმებმა ლადო და ენვერ კვიჭიძეებმა ჩაუყარეს, სამწუხაროდ მათ არ დასცალდათ მადლიანი საქმის ბოლომდე მიყვანა. აცანის მკვიდრმა, ბიზნესმენმა სოსო(სოლომონ) ჩხაიძემ შეძლო და სრულყოფილი სახე მისცა ამ ტაძარს. აღსანიშნავია, რომ ოქონის ტაძარიც, რომელიც გამორჩეულ ადგილას მდებარეობს და ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს, სწორედ სოსო ჩხაიძემ ააშენა. აცანა  ტაძრების სიმრავლეს ნამდვილად არ უჩივის, თუმცა მრევლი  სანთლით საძებარია!

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 109
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა