მის თხოვნას როგორც თვითონ ამბობს, სერიოზულად არც კი მიუდგნენ. მიმდინარე წლის 13 ივნისს, სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, სახლში ყოფნის პერიოდში დათო ხოფერიამ ფეხი მოიტეხა. მუხლის სახსრის გამოკვლევა აჩვენებს, რომ ,,სუპრაპეტალური სიგრძივი კვეთისას ისახება ჰემართროზი, სახსარი მკვეთრად დისპლაზიურია, კვირისთვის მწვერვალის მედიალური კიდე დეფორმაციით, ისახება მოტეხილობის შემდგომი დეფორმაცია, ძვლოვანი ფრაგმენტი გადაადგილებულია.“ დიაგნოზში კიდევ ბევრი რამ წერია, თუმცა მკითხველს უკვე შეექმნებოდა საკუთარი აზრი ამ მძიმე შემთხვევაზე. როგორც ოჯახმა განგვიცხადა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახერხეს საბუთების შეგროვება და გადასცეს ადგილობრივ გამგეობას, თუმცა როგორც აღმოჩნდა მათ კი იჩქარეს, მაგრამ პასუხისმგებელმა პირებმა ვერ იყოჩაღეს. ოჯახი არ ადანაშაულებს კონკრეტულად არავის, თუმცა ფაქტია, რომ მოსწრებულიყო დათოსთვის პირველ აგვისტომდე ოპერაციის ჩატარება, მაშინ ჯერ კიდევ ექნებოდა მისი ჯანმრთელობის დაზღვევას ვადა. ახლა კი, გამომდინარე იქედან, რომ სასწრაფო სახის გადაუდებელი დახმარების სტატუსი აღარ აქვს, აუტანელ ტკივილებს უძლებს, როცა საშუალება აქვს ყიდულობს ტკივილგამაყუჩებლებს, თუმცა ამის ფინანსური საშუალება უმეტესად არ გააჩნია. ოჯახის ერთადერთ იმედად თხილი რჩებოდა, რომლის ახლანდელი ფასი უბრალოდ დამამცირებელია, ყოველშემთხვევაში გურიის რეგიონში. ამბობენ, რომ გამგეობა მათ ერთჯერად დახმარებას შეჰპირდა, ამ მცირედსაც იმედით ელოდებიან. ოჯახი ითხოვს აღუდგეთ სოციალური დახმარება, მიეცეს მკურნალობის საშუალება 19 წლის ბიჭს, მათ ძალიან ერიდებათ სოფლის შეწუხება. ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობის მიერ მიტოვებული ახალგაზრდა შველას საჭიროებს. თითქმის სამი თვეა, დათო ხოფერიას ამბავს არავინ კითხულობს, ყოველ შემთხვევაში არ ეხმარება. მხოლოდ მამიდამ შეძლო, გამოკვლევა მაინც ჩაეტარებინა ობოლი ძმისშვილისთვის. თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0