განსაკუთრებით უყვართ ერდოღანი ისტორიულ ლაზეთში, რიზეს პროვინციაში. ის ბავშობაში თვითონაც კრეფდა თხილს, ჩაის. მან დაუფასა ხალხს შრომა და თავგანწირვა, თავის დროზე დაურიგა მათ გრძელვადიანი (უპროცენტო!) სესხები, მისცა საკმარისი მიწები. ყოველწლიურად იზრდება ჩაის ფასი, ხოლო ერთი კგ თხილი უკვე 16 ლირა ღირს, ანუ 11 ლარი. მაშინ როდესაც, საქართველოში მისი ფასი ლარნახევრამდე თამაშობს და უბედურება ისაა, რომ ისიც არ ბარდება. დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ვიზით გათვალისწინებული 90 დღე არ ჰყოფნის თურქეთში სამუშაოდ და ამის გამო სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი. თურქების უმრავლესობას არ სჯერა, როდესაც ქართველები აქაურ პენსიაზე, ხელფასებზე, დაუსაქმებლობაზე უყვებიან. მათი თქმით, როგორ შეიძლება ასე სულერთი იყოს მთავრობისთვის ხალხი... თუმცა ვინც ამ სტატიას კითხულობს, ვიცი მათ ნამდვილად სჯერათ ამ ქართული რეალობის ერთი ამბავია შექმნილი სარფის საბაჟოზე, ზოგი სავაჭროდ, გადადის, ზოგი სამუშაოდ, ზოგიც ბედს მიენდობა ხოლმე., საქართველოში არაფრის იმედად მყოფი თვალდახუჭული მიუყვება გაურკვეველ გზას. შესაძლოა გადამეტებულად გეჩვენოთ აქ მოყვანილი ფაქტები, ამისთვის სულ ხუთი წუთია საჭირო, რათა გადახედოთ საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ხაზს... რა აზრი აქვს სოფლის მეურნეობის დარგად მიჩნევას, თუკი ჩაი გაქვს და ხედ აქცევ, თხილი გაქვს და ყრი, ციტრუსსაც იგივე ბედი ელის. ან თუ დაინტერესდა მთავრობა წელს მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა დაამუშავა საყანე ფართობები? სამაგიეროდ დიდი ხეები და ბამბუკები ხომ გაყიდა ხალხმა... თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0