ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,საქართველოს სასოფლო დარბაზმა“ პროექტის პრეზენტაცია გამართა

,,საქართველოს სასოფლო დარბაზმა“ პროექტის პრეზენტაცია გამართა
30-06-2017, 00:00

მოგეხსენებათ, სასოფლო დარბაზის ინიციატივით ჩაატარდა დასახლებების საერთო კრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამ ტერიტორიულ ერთეულში - გრიგოლეთში, ეწერსა და ორაგვეში. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროპის ფონდის მიერ, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა. საერთო კრების ამოქმედება ხელი შეუწყობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მნიშვნელოვნად ამაღლებას. აღნიშნული ტერიტორიული ერთეულები შეირჩა შემდეგი პრინციპით, საშუალო ზომის სოფელი (ეწერი), მუნიციპალიტეტიდან ყველაზე დაშორებული ტერიტორიული ერთეული (გრიგოლეთი), ყველაზე მაღალმთიანი სოფელი (ორაგვე). როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სამივე სოფელში მოხდა სოფლის კრების საინიციატივო ჯგუფების ფორმირება, შეირჩა თემის ლიდერები, მოხდა საინიციატივო ჯგუფის წევრების დატრენინგება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში. გრიგოლეთში კრების რჩეული გახდა აკაკი კვაჭაძე, ეწერში ზვიად ნაკაიძე, ხოლო ორაგვეში ტარიელ ურუშაძე. თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული წესით საინიციატივო ჯგუფების მიერ მოხდა საერთო კრებების ინიცირება, დაისვა პრობლემური საკითხები, რაც წარედგინა მუნიციპალიტეტის გამგეობას. სამთავე სოფელში სასოფლო კრებას ესწრებოდა ამომრჩეველთა 20%-ზე მეტი და ასევე შესაბამისი ადმინისტრაციული ერთდეულების მაჟორიტარი დეპუტატები. პრეზენტატორმა დამსწრეებს კრების მიერ დასმული საკითხები (ძირითადად ინფრასტრუქტურული კუთხით) და გამგეობის მიერ გაცემული პასუხები გააცნო. შეხვედრას მუნუციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბესიკ ტაბიძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა