ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`ჰო და არაში~ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ ბესიკის ქუჩის მაცხოვრებლებს გამგებელი შეხვდა

`ჰო და არაში~ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ ბესიკის ქუჩის მაცხოვრებლებს გამგებელი შეხვდა
18-05-2017, 00:00

გაზეთის გამოსვლის დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი და პირადად, გამგებელი ზაზა ურუშაძე მოსახლეობას ესტუმრა და ადგილზე მათგან მოისმინა პოზიცია. ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბესიკის ქუჩაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია: `გაზეთ „ჰო და არას“ 17 მაისის ნომერში (#56, 17.05.2017) დაიბეჭდა ბესიკის ქუჩის მაცხოვრებელთა კოლექტიური წერილი, რომელშიაც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ შესრულებული სამუშაოების გამო. შეგახსენებთ, რომ ბესიკის ქუჩაზე სანიაღვრე კვლების დამონტაჟების სამუშაოები შპს „სამკუთხედმა“ შეასრულა. პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებითი 65 ათასი ლარია, ითვალისწინებდა სანიაღვრე არხებისა და სახიდე გადასასვლელების მოწყობას. ხოლო ქუჩაზე საფარის მოწყობის სამუშაოები შემდეგი ეტაპისთვისაა განსაზღვრული. პროექტის შესაბამისად, ქუჩაზე მოეწყო 882 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხები და ყველა ჭიშკართან გაკეთდა სახიდე გადასასვლელი. აქვე აღვნიშნავთ, რომ შესრულებული სამუშაოები შემოწმებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. სამუშაოებს გააჩნია საგარანტიო ვადა. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შემსრულებელი ორგანიზაცია ვალდებულია აღმოფხვრას ისინი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა ბესიკის ქუჩის მაცხოვრებლებს, მოუსმინა მათ და შესაბამის სამსახურებს მოსთხოვა, რომ დაავალონ სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციას ხარვეზების დროული აღმოფხვრა~ _ ნათქვამია ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ წერილში.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა