მართალია, გურიის მასშტაბით ჩოხატაურში გამართულმა შეხვედრამ, რომელსაც ძირითადად საჯარო მოხეეები სტუმრობდნენ და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა (ასეც იქნებოდა, მათ ნაწილს გემრიელად ჩასძინებია შეხვედრის მიმდინარეობისას). სამაგიეროდ, იხუვლა დედაქალაქმა. ის, რაც რეგიონებში უფრო მშვიდ ვითარებაში ხდებოდა, თბილისში გამართულმა შეხვედრამ ნათელი აფრების აშვებით~ უპასუხა. ფილარმონიაში გამართული შეხვედრა ჩაიშალა. პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საკონსტიტუციო პროექტის საყოველთა-საჯარო განხილვისას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. დარბაზში მყოფი გარკვეული ჯგუფი კობახიძის მცდელობას, საუბარი დაეწყო, სტვენითა და შეძახილებით შეხვდა. როგორც კობახიძემ განაცხადა, სამწუხაროა, რომ რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი ადამიანი არ აძლევს საშუალებას დარბაზში მყოფ 2 500 კაცს, რომ კონსტიტუცია განიხილოს. დიდ საკონცერტო დარბაზში მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა დარბაზში შეკრებილებსა და ფილარმონიასთან გამართული აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ასევე საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლეს. მათ შორის "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე და სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი იყვნენ. როგორც ბრეგაძემ განაცხადა, ისინი ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისებას აპროტესტებდნენ და პარლამენტის თავმჯდომარესთან სასაუბროდ მიკროფონს ითხოვდნენ. "ქართულმა ოცნებამ" ფილარმონია გამგეობების წარმომადგენლებით აავსო და აქედან ჩვენს გაძევებას ცდილობენ", - აღნიშნა ბრეგაძემ. "თქვენ აკანონებთ ჩვენი მამა-პაპის მიწის გაყიდვას, ჩვენ არ მოგცემთ ამის უფლებას. ქართული მიწა არ გაიყიდება", - აღნიშნა ბრეგაძემ მას შემდეგ რაც მას მიკროფონი ჩაურთეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს ტყუილია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიდ საკონცერტო დარბაზში განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციად აფასებს. ირაკლი კობახიძემ ჯგუფს, რომელმაც მას საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყების საშუალება არ მისცა, კომუნისტები უწოდა. "ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა პროვოკაცია. ამაზე ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ დღევანდელი შეხვედრის წინ. ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის კონსტიტუციაზე მსჯელობა. ყველას ვთხოვთ, ახალგაზრდებო გთხოვთ, რომ აქ შეკრებილ 2500 ადამიანს მივცეთ საშუალება გაიგოს თუ რა ცვლილებები შედის კონსტიტუციაში. შესაძლოა ეს არ გაინტერესებს, თუმცა 2500 ადამიანია შეკრებილი ამაზე სამსჯელოდ. აქ ადამიანები გარკვეული მოთხოვნებით მოვიდნენ, თუმცა იმის მოსმენაც არ უნდათ, რას ვპასუხობთ ამ მოთხოვნებზე. თუ გაინტერესებთ რა პასუხები გვაქვს, გთხოვთ, მოისმინოთ რა ცვლილებები შედის. თუ თქვენი ამოცანაა მხოლოდ დესტრუქცია, ამ შემთხვევაში გთხოვთ პროვოკაციებისგან თავი შეიკავოთ. თქვენ აირჩიეთ არასწორი ნიშა. ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის. რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი არ აძლევს 2500 კაცს იმის საშუალებას, რომ განიხილოს კონსტიტუცია, ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. დაადექით სწავლის, განათლების გზას, თქვენ აირჩიეთ კომუნიზმის გზა", - განაცხადა კობახიძემ. ხმაურისა და დაპირისპირების გამო დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ჩაიშალა. „რაც შეეხება იმას, თუ ვინ იდგა ამ ჯგუფების უკან, ამაზე დეტალებში საუბარს მე მოვერიდები, თუმცა გვაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს იყო ორი ჯგუფი, რომელთაც ზუსტად ამ სახით წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი ასეთი პროვოკაცია. ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია ამის თაობაზე, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ არ გამოგვეყენებინა ხისტი ძალა. ერთადერთი ხისტი ძალის გამოყენების პირობებში იყო შესაძლებელი ისეთი პროვოკაციის აცილება. ეს ყველაფერი ვერ უზრუნველყოფს იმ ნეგატიური გეგმის განხორციელებას, რომელიც ჰქონდათ პროვოკაციის ავტორებს. საყოველთაო-სახალხო განხილვა გაგრძელდება და ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ საზოგადოებას ვესაუბროთ“, - განაცხადა მოგვიანებით კობახიძემ. მან ასევე დაანონსა, რომ საჯარო განხილვები თბილისის 10 რაიონში და საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დამატებით გაიმართება. ესენია: ზესტაფონში, სამტრედიაში, სიღნაღში, ხულოში, მარნეულში, ახლაქალაქში, ოზურგეთში, ფოთში, ყაზბეგსა და მესტიაში. პირველად ჩოხატაური, შემდეგ ოზურგეთი, ნეტავ ლანჩხუთი რუკაზე არის?!~ _ დაწერეს გუშინ სოციალურ ქსელში. პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც ილიას სახელით ახალგაზრდებს ებრძვის და კრიტიკას კომუნიზმად ნათლავს, არის პოლიტიკურად უმწიფარი, გაუნათლებელი და არასწორად დასმული თავის ადგილზე~ - წერს ყოფილი პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში. საკონსტიტუციო პროექტის განხილვას ლანჩხუთში გამოეხმაურნენ. ჯერ კიდევ ჩოხატაურში გამართულ შეხვედრაზე დაწერა საკრებულოს ექს–თავკაცმა ამირან გიგინეიშვილმა: გურიაში ახლა კონსტიტუციის განხილვა მიმდინარეობს. ჩემთვის პირადად არავის უთქვამს, რომ ეს განხილვა ჩატარდებოდა, მიწვევას საერთოდ ჯვარი წერია. საინტერესოა, რა აუდიტორია მიიწვიეს? საწყენია უბრალოდ, როცა ვთვლი, რომ დაინტერესებული მხარე ვარ. ნეტა ვინ ზის დარბაზში?~ კობახიძემ კონსტიტუცია ჩვენ როგორიც გვინდა ისეთი იქნებაო. გაუნაწილებელი ხმები ჩვენიაო, აბა ისე უმრავლესობა,როგორ შევმქნათო. ხეები ბიძინა ბიძიასიაო. კალაძემ ენერგეტიკა ჩემიაო,როცა მინდა გავაძვირებო. მიწები უცხოელებსო, ერთჯერადი შემოსავალი ხომ გვინდაო, აბა დანამატები და პრემიები საიდან დავირიგოთო. სკლეროზი დანაპირებებსო. კიდევ ბიძინა ბიძიამ გითხრათ, რა გეგონათ გვერდ–თეძოზე წამოწვებოდით და მე ფულებს დაგირიგებთქო?! მოკლედ,რომ ვთქვათ ხალხო ვირის თავფეხი თქვენო~, _ აღნიშნულ პოსტი საკუთარ გვერდზე ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა, ელგუჯა ჩხაიძემ გამოაქვეყნა.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0