ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ უყვართ სკამი?!

რატომ უყვართ სკამი?!
5-05-2017, 00:00

ისიც ცნობილია, რომ ამ ფილმის ბევრი ფრაზა მთელს ქვეყანას თუ არა, ნახევარს ზეპირად ახსოვს და ისიც კარგად მოეხსენება, მასწავლებელი რომ დაჟინებით კითხულობს _ აბა, ბავშვებო, ვინ არის თქვენში ყოჩაღი და ვინ მეტყვის, რა სარგებლობა მოაქვს მამალსო?! როცა პასუხს მიიღებს, მაინც არ კმაყოფილდება და ბოლომდე აწვება~ პატარა გოგო–ბიჭებს. ბოლოს ისეთ პასხუს მიიღებს, რომ მისი კივილი მთელს მათხოჯს (სწორედ ამ სოფელში ხდება მთავარი მოქმედება ფილმში) ესმის. დაახლოებით ისე ჩვენს სათაურში გამოტანილი ფრაზის შემთხვევაშიც. რატომ უყვართ სკამი?! იმიტომ, რომ მას მრავალი წელია არაჩვეულებრივი ფუნქცია აკისრია და პირდაპირ დანიშნულებაზე უფრო სხვა კუთხით გამოიყენება. სკამი ასოცირდება თანამდებობასთან, თანამდებობა გავლენასთან, გავლენა მეტ ფულთან, მეტი ფული კი განცხრომასთან. სწორედ ამიტომაც არის წლებია იბრძვიან მისთვის, მის დასაუფლებლად, ისევე როგორც საბჭოთა დროინდელ ფილმში 12 სკამი~, თუმცა 12 სკამის~ შემთხვევაში იციან, რომ მათგან ერთ–ერთში განძია შენახული. ქართულ სკამებში კი... ოო, აქ უფრო ფართო სპექტრია და შესაბამისად, უფრო მეტია მისი მოპოვების სურვილი. მალე ახალი ფრონტი გაიხსნება. იფიქრებ, ეს ეს არის ტრამპის ადმინისტრაციამ ბაშარ ასადის რეჟიმს მესამე მსოფლიო ომი გამოუცხადა და ზედ საქართველოს საზღვრებთან დაიწყეს ქიმიური იარაღით პაექრობაო. გახდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილი და ატყდება ზემოთ–ზემოთ უსტარების გზავნა, არიქა, მე თუ არ მოვხდი საკრებულოში, რაიონს აფერი ეშველებაო. ცოტა საქმე ხომ არ არის, 31 რჩეული უნდა ჰყავდეს მოსახლეობით არც თუ ისე დიდ ლანჩხუთს. ამას ემატება გამგებლობის ხიბლი და სკამზე ისეთი ტაციობა დაიწყება, არავის გაახსენდება, რა დღეშია ჩვენი მოსახლეობის ის დიდი ნაწილი, რომელიც ხანდახან სახლში არსებული სკამების დაწვაზე ფიქრობს, რათა ისე შესძულებია მისი სახსენებელი. რა სარგებლობა მოაქვს სკამს?! მას ბევრი დადებითი~ მხარე აქვს. წლების წინ ერთი ჩინოსანი იძახდა ლანჩხუთის სინამდვილეში: გინდათ თუ არა, სატრუალა სკამი მიყიდეთო. აი, როცა მასზე მყარად ზიხარ, გწყინდება, მაგრამ არ გეთმობა და შესაბამისად გონებაში ფანტაზია შემოდის. ერთ ადგილზე ყოფნას და საქმის კეთებას, სატრუალა სჯობია. იჯდები, მაგრამ კარუსელივით ატრიალებ ამ სკამს ხან მარცხნივ, ხანაც მარჯვნივ. გააჩნია, რომელიც სიო საიდან დაუბერავს და იქნები ლაღი და ბედნიერი, რომ რამდენიმე წლით ზიხარ მყარად და იღებ იმ თანხას, რომელიც რეალურად უფრო შემწეობაა, ვიდრე გაკეთებული საქმის საზღაური. ლანჩხუთის ისტორიას სკამების დაწვის ხანაც ახსოვს. როცა ესა თუ ის პირი შეიცვალა, მისი დაკავებული სკამი ცუდ საქმეებს გაგვაკეთებენებსო და გაანადგურეს. მოვიდა ახალი, მოვიდა ახალი სკამიც და რამდენიმე თვეში დაიწყო ისევ: ამას თუ გააკეთებდა, რავა მევიყვანდით?! აი, ჩვენიანი გვეგონა და შეხედე რაფერს შეიმშვენა თანამდებობაო. იმასაც მწარედ ქილიკობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს დასაქმებულებით გადატვირთულ ა(ა)იპ–ებში იმდენი კაცი დაამატეს, სკამებზე მორიგეობით სხდებიან, ისიც კი არა აქვთო. ასეა, სკამია ყველგან საჭირო, რომ მყარად დადონ ხალხის გადახდილი ფულით შევსებული ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავლებით გაქსუებული ადგილები და დღედაღამ იძახონ, ჩვენ ასეთი კარგები ვართ, თქვენ კი ვერ ხედავთო!!! რასაც ვხედავთ იმას აგერ ვამბობთ ბატონო, ქვეყანაში სადაც სკამზე მოპოტინეთა რიცხვი N–რაოდენობითაა, იმას ვერც გიგანტური ხეების სიარული უშველის და ვერც ის, თითქოს 3 წლიანმა ხვნა–თესვამ ისეთი შედეგი გამოიღო, რომ წელს გლეხი თავად მიხედავს 180 ლარიანი პენსიით საკუთარ მეურნეობასო.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები