გუშინ, პირველმა სკოლელებმა ქალაქის ცენტრალურ სკვერებში აქცია მოაწყვეს და თითქმის ყველა ხეზე გააკრეს მოწოდებები, რომელიც მოქალაქეებს ქალაქის სისუფთავისკენ მიუთიუთებს. როგორც მათ გვითხრეს, ეს იდეა სკოლაში გაჩნდა და გადაწყვიტეს აქტივობით თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქალაქის სისუფთავეში. ისინი პირველი საჯარო სკოლის მე-82 კლასის (დამრიგებელი ნინო დარჩიაშვილი) მოსწავლეები აღმოჩნდნენ. ჩვენმა ფოტო-კორესპოდენტმა მოხალისეები იმ დროს გადაიღო, როცა გამგეობასთან მდებარე სკვერში სპეციალურ ფურცლებს აკრავდნენ, რომელზეც მოწოდებებთან ერთად გულები იყო დახატული. როგორც მოხალისეებმა გვითხრეს, მანიშნებელი იმისა, რომ გვიყვარდეს სისუფთავე.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0