ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ უხდის მადლობას `ნაციონალ~ კახა ასკურავას ნინო წილოსანი

რატომ უხდის მადლობას `ნაციონალ~ კახა ასკურავას ნინო წილოსანი
29-04-2017, 00:00

`ამ ყველაფერს დიდი ფინანსები არ სჭირდება, მაგრამ თუ ჩვენ არ შეგვიძლია გამოვნახოთ თანხები, მაშინ ვთხოვოთ ლანჩხუთის მაჟორიტარს პარლამენტში ნინო წილოსანს დაგვეხმაროს. მას და მის ოჯახს კი აქვს იმდენი საშუალება, რომ წელს წარმატებულ სტუდენტებს, რომლებიც გრანტს მოიპოვებენ, ასეთი საჩუქარი გაუკეთონ. აგრეთვე თხოვნით მივმართავ სუფსისა და ღრმაღელის წარმომადგენელს პარლამენტში ირაკლი ხახუბიას, რომ მანაც გამოიჩინოს კეთილი ნება~ _ განაცხადა მაშინ ასკურავამ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ნინო წილოსანის წერილობითი პასუხი გახდა ცნობილი, რომელიც საკრებულოს წევრებს პარასკევს გადაეცათ. მასში ვკითხულობთ: `ძვირფასო საკრებულოს წევრებო, პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, მიუხედავად დიდი სურვილისა, ოფიციალური გრაფიკიდან გამომდინარე, საკრებულოს სხდომებზე ჩემი დასწრება სასურველი ინტენსიობით არ ხერხდება. თუმცა, თვალს ვადევნებ ყველა იმ საკითხის მსვლელობას, რაც ამ შეხვედრებზე განიხილება~. პარლამენტარი წერილში მადლობას უხდის საკრებულოს წევრს, კახა ასკურავას და აღნიშნავს, რომ ეს თემა მისთვის საკმაოდ ახლობელია: `ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე წამოიჭრა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს წარმატებული ახალგაზრდების ევროპაში მოგზაურობის დაფინანსებას ჩემს მიერ. პირველ რიგში, მადლობას მოვახსენებ ინიციატივის ავტორს, ბატონ კახაბერ ასკურავას ახალგაზრდებზე ზრუნვისა და მათი ინტერესების გატარებისთვის. თუმცა, აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ უკვე რამდენიმე წელია ახალგაზრდები და პირველ რიგში, მათი განათლების მხარდაჭერა ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია. ყველა ადრინდელი საქმიანობა, `ფონდ წილოსანში~ თუ ვაგონმშენებელ კომპანიაში, ამ მიმართულებით აქტიურ ინიციატივებს მოიცავდა. წარჩინებულ გურულ აბიტურიენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში გრანტს მოიპოვებენ, ჩემ მიერ უფინანსდებათ გადასახადის ნაწილი. გარდა ამისა, არის კონკრეტული თხოვნები, რომლებიც სწავლის დაფინანსებას ან სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს უკავშირდება და რომელთა გადაჭრა უშუალოდ ჩემი მეთვალყურეობით და მხარდაჭერით ხდება. ახლახან, მოსწავლეებთან შეხვედრისას, შემოვიდა განაცხადი ერთ-ერთი ახალგაზრდის ამერიკაში სწავლის დაფინანსების შესახებ და კონკრეტულ საკითხზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ.~ `ჩემი, როგორც პარლამენტარის სამოქმედო გეგმაც, ახალგაზრდებთან დაკავშირებით, სწორედ მათი უნარების ბოლომდე გამოვლენას და განვითარებას ემსახურება. ამაზე ჩვენი შეხვედრების ხასიათი, შინაარსი და ინტენსიობაც მოწმობს, რომელთა შედეგად უკვე დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა: ტრენინგები, შეხვედრები, სასწავლო კურსები და ა.შ. ჩემი მხრივ, ყოველთვის მზად ვარ მოვისმინო ნებისმიერი ალტერნატიული წინადადება ამ მიმართულებით, რაც ახალგაზრდებზე რეალური ზრუნვით იქნება განპიროვნებული~, _ აღნიშნულია წერილში. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი გრიგოლეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასაც ეხმაურება: `ასევე მინდა გრიგოლეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შესახებ ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია გავაცნო ბატონ გია გოგუაძეს და საკრებულოს წევრებს. ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრისას დამიდასტურა, რომ აღნიშნული პროექტი აქტუალურია და კონკრეტული ძვრების შესახებ დაუყონებლივ გვექნება დეტალური ინფორმაცია.~ კახა ასკურავა ამბობს, რომ წილოსანის წერილი გასაგებია და კარგია რომ გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ საინტერესოა სად არის ხახუბია ამ დროს?! საკრებულოს თავმჯდომარის, გოგი ხელაძის განცხადებით, _ ორშაბათამდე (ანუ ხვალ _ ავტ.) დაველოდოთ და თუ წერილი ან გამოხმაურება არ მივიღეთ, მაშინ კიდევ ერთხელ მივწეროთ აღნიშნულის შესახებო.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა